როგორ უნდა მოიქცეს პედაგოგი, თუ საგნის საშუალო ქულები და მიმდინარე შეფასება ერთმანეთს არ ემთხვევა – EMIS-ის განმარტება
როგორ უნდა მოიქცეს პედაგოგი, თუ ელექტრონულ ჟურნალში, მის საგანში მოსწავლეთა საშუალო ქულები და მიმდინარე შეფასება ერთმანეთს არ ემთხვევა? – ამის განმარტებას აკეთებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.
როგორც EMIS 24 დეკემბრის განმარტებაში წერს, თუ მოსწავლის საშუალო შეფასება არაა სწორად დათვლილი, მასწავლებელმა უნდა გადაამოწმოს შემდეგი საკითხები: ხომ არ ფიქსირდება შეუფასებელი შემაჯამებელი დავალება, შეუფასებელი შემაჯამებელი დავალების აღდგენა
ან შეუფასებელი ჩანიშნული გამოცდა.
ასევე, უნდა შეამოწმოს თუ მოსწავლეს აქვს შიდა მობილობა განხორციელებული (დასწრებულიდან გადავიდა დისტანციურზე/ან პირიქით) აქვს თუ არა ზემოთ აღნიშნული საკითხები მასწავლებელს (იმ კლასში სადაც იყო მობილობით) გათვალისწინებული.
“გახსოვდეთ, რომ შეტანილი შემაჯამებელი ან გამოცდის შეფასებიდან, უნდა იყოს გასული 24 საათი, რომ აისახოს საშუალო ქულაზე. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, თუ არ აქვს მოსწავლეს გამოთვლილი სწორად საშუალო შეფასება, მოგვწერეთ მონაცემები, რომ გადავამწომოთ. სკოლა, თქვენი ელფოსტა(რომლითაც ჟურნალში შედიხართ,)სახელი გვარი. საგანი და კლასი, მოსწავლის სახელი და გვარი”, – განმარტავს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ზემოაღნიშნული პრობლემის მქონე მასწავლებლებისთვის
ასევე იხილეთ:
-
დაიშვებით თუ არა გამოცდაზე, თუკი საგამოცდო ბარათი ან პირადობა არ გექნებათ – NAEC-ის დირექტორის განმარტება აბიტურიენტებს
by ARIS.GE-განათლება
-
რა პრივილეგია ენიჭება ჩარიცხვის დროს აბიტურიენტს, რომელიც საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობს – წესი
by ARIS.GE-განათლება
-
ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს ღირებულებით განათლებას კიდევ 129 სასულიერო პირი ასწავლის – სკოლებში 175 კლუბი უკვე ფუნქციონირებს
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო