რას სთავაზობს SANGU აბიტურიენტებს?
ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა დასრულდა, თუმცა საზაფხულო ციებ-ცხელება აბიტურიენტებისთვის კვლავ არ მორჩენილა. სააპელაციო ქულების და საბოლოო შედეგების გამოცხადებამადე მათ კიდევ შეუძლიათ სასურველი უნივერსიტეტების პრიორიტეტების მიხედვით დალაგება. „საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში“ აცხადებენ, რომ წელს SANGU ყველაზე საინტერესო არჩევანია. „2020-2021 სასწავლო წლისთვის მზადება ჩვენ საკმაოდ დიდი ხნის წინ დავიწყეთ. 2019-20 წლების განმავლობაში უამრავი ხელშეკრულება და მემორანდუმი გავაფორმეთ ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებთან და კომპანიებთან, რაც ჩვენი სტუდენტებისთვის საზღვარგარეთ სწავლის და სამუშაო პრაქტიკის მიღების შესაძლებლობას იძლევა. პანდემიით გამოწვეულმა ვითარებამ, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და აკადემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალი ნამდვილად მზადაა ნებისმიერი გამოწვევისთვის. SANGU ერთ-ერთი პირველია იმ უნივერსიტეტებს შორის, რომელიც ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდა და ეს პროცესი სრულიად უმტკივნეულო აღმოჩნდა ჩვენი სტუდენტებისთვისაც.“
წელს სანგუში მიღება 9 საბაკალავრო პროგრამაზეა გამოცხადებული: ფსიქოლოგია, სამართალი, ტურიზმი, ბიზნესის ადმინისტრირება, კომპიუტერული მეცნიერებები, ისტორია, ფილოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები და ეკონომიკა.
სწავლის წლიური საფასური თითოეული პროგრამისთვის 2250 ლარს შეადგენს. ყველა სტუდენტს შეუძლია ისარგებლოს გადახდის ინდივიდუალური გრაფიკით და სემესტრული გადასახადი 2, 3 ან 5 ნაწილად დაყოს და რაც მთავარია, მარტივად მოიპოვოს უნივერსიტეტის შიდა დაფინანსება. აბიტურიენტი, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, პირველ, მეორე ან მესამე ნომრად, მიუთითებს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტს #145, ჩაირიცხება ერთ-ერთ საბაკალავრო პროგრამაზე და მოიპოვებს ნებისმიერი ოდენობის სახელმწიფო გრანტს, პირველი სემესტრის განმავლობაში ისარგებლებს შემდეგი სახის ფინანსური მხარდაჭერით:
- 100%-იანი გრანტის მოპოვების შემთხვევაში, დაენიშნება 125-ლარიანი ყოველთვიური სტიპენდია;
- 70%-იანი გრანტის მოპოვების შემთხვევაში, უნივერსიტეტი დაფარავს სწავლის წლიური საფასურის დარჩენილ 30%-ს;
- 50%-იანი გრანტის მოპოვების შემთხვევაში, უნივერსიტეტი დაფარავს სწავლის წლიური საფასურის 20%-ს;
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ეწვიოთ უნივერსიტეტის ვებ გვერდს: www.sangu.edu.ge.
- აშშ-ში ვიზიტით იმყოფება SANGU-ს დელეგაცია by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
- 8 ოქტომბერს SANGU-ში სტუდენტური დასაქმების ტრადიციული ფორუმი გაიმართება by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
- SANGU-ს კურსდამთავრებული მაგისტრის მიმართვა პირველკურსელებს – „თქვენ ხართ ის, ვინც…“ by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი