რატომ არ არის მოსწავლეებისათვის პირბადის ტარება სავალდებულო – ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით,
ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, განაცხადა, სადაც საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები წარუდგინეს.
თამარ გაბუნიამ განმარტა, თუ რატომ არ არის მოსწავლეებისათვის პირბადის ტარება სავალდებულო.
„სკოლაში, მოსწავლეების გარდა, ყველა იქ მყოფი ადამიანისთვის, პირბადის ტარება არის სავალდებულო. რა თქმა უნდა, მოსწავლეებსაც შეუძლიათ პირბადის გამოყენება, მაგრამ იმის გამო, რომ პირბადის გამოყენებას აქვს თავისი წესი და ხშირად ბავშვმა შეიძლება ვერ დაიცვას ზედმიწევნით ზუსტად ის ჰიგიენური ნორმები, რაც პირბადეს უკავშირდება – მოიხსნას, არასწორ ადგილზე დადოს, ან არასწორად გაიკეთოს. ამიტომ, უმჯობესია, ბავშვი იყოს პირბადის გარეშე, თუმცა ყველა სხვა დანარჩენ პირს უნდა ეკეთოს პირბადე.
პირბადის მოხმარების წესების დაცვიდან გამომდინარე მოსწავლეებისთვის პირბადის გამოყენება დიფერენცირებულად – გაიკეთოს ოთახში და არ გაიკეთოს გარეთ, ან პირიქით – გამოიწვევს გარკვეულ დაბნეულობას. ამ დროს შეიძლება დაირღვეს პირბადის გამოყენების წესი. ამდენად, ვინაიდან მეცნიერები და ექიმები ამბობენ, რომ ბავშვი ინფექციის ნაკლებად გადამცემია, დასაშვებია, რომ კარგად განიავებულ საკლასო ოთახში, დისტანციის დაცვის პირობებში, ბავშვები იყვნენ პირბადის გარეშე“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
ამავე თემაზე:
რა შემთხვევაში გამოიყენებენ სასწავლო დღედ სკოლები შაბათს
რა რეგულაციებით დაიწყება საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბრიდან – ინსტრუქცია სკოლებს!
-
2027 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება