რატომ KIU – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის სტუდენტის ისტორია
ქრისტინე გუდავაძე – გოგონა გურიიდან. გონიერმა და მიზანდასახულმა სტუდენტმა საშუალო განათლება ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლაში მიიღო. დიდი მონდომებისა და ძლიერი პედაგოგების წყალობით სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. თანატოლებს შორის არსებულმა ჯანსაღმა კონკურენციამ ქრისტინეს მსგავსად მისი 9 კლასელიც ოქროსმედალოსნად აქცია. სკოლის დამთავრების შემდეგ მომავალ სტუდენტს უნივერსიტეტის არჩევაზე ბევრი არ უფიქრია. მას მკაფიოდ ჰქონდა გადაწყვეტილი KIU-ში ჩაბარება.
უნივერსიტეტის შესახებ ტელევიზიით შეიტყო. KIU-ს სამი პროგრამიდან ერთ-ერთი – „კომპიუტერული მეცნიერებები“ მისი ფავორიტი მიმართულება აღმოჩნდა, ამიტომ საკუთარი მიზნებისა და გეგმების სისრულეში მოყვანა მალევე გადაწყვიტა. გარდა საყვარელი პროფესიისა, უნივერსიტეტის არჩევისას განმსაზღვრელი ადგილმდებარეობაც გახლდათ. ყოველთვის სურდა ოჯახთან ახლოს, მშვიდსა და ყველაფრით უზრუნველყოფილ გარემოში თანაკურსელებთან ერთად ცხოვრება/სწავლა. ქრისტინესთვის ასევე, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია KIU-ს თანამშრომლობა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. მისთვის უპირობოდ მიმზიდველია უმაღლესი განათლების მიღება ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორებისგან.
გერმანული საგანმანათლებო სტანდარტით პროგრამის გავლა და განცდა იმისა, რომ გერმანელი თანატოლების მსგავსად თავადაც ხარისხიან განათლებას იღებს ერთიორად უზრდის მოტივაციას – ისწავლოს კარგად. მოხიბლულია უნივერსიტეტის ეკონომიკური ხელშეწყობით, რომელიც გულისხმობს სოციალურ, აკადემიურ გრანტებს, სტიპენდიებსა და გაცვლით პროგრამებს. გერმანელი პროფესორების დახმარებით პროგრამის გავლა მოსწონს და იმედი აქვს, რომ გაცვლითი პროგრამით სწავლას სწორედ KIU-ს პარტნიორ უნივერსიტეტში – TUM-ში გააგრძელებს. კამპუსში ორთვიანმა ცხოვრებამ მას უდიდესი გამოცდილება შემატა. გაიცნო ახალი ადამინები, რომლებიც უკვე მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდნენ. მოისმინა ბევრი განსხვავებული აზრი, რამაც კიდევ უფრო ჩამოაყალიბა და უკეთესობისკენ შეცვალა. ფიქრობს, რომ ეს გარემო და KIU-ში მიღებული განათლება მისი წარმატებული მომავლის საწინდარია.
“KIU გვაძლევს უცხოურ სწავლის სტილთან ადაპტირების, მეტად პროგრესირებულსა და მოდერნიზებულ სასწავლო პროცესში ჩართულობის, გუნდური ძალით სიახლეების კამკლავების (რაც განპირობებულია თანაკურსელებთან თანაცხოვრებით) შესაძლებლობას. ვფიქრობ, სამომავლოდ ამ უნივერსიტეტის დახმარებით ადვილად შევძლებ ნებისმიერი სირთულის გადალახვას და სიახლეებთან შეჭიდებას. ღრმად მჯერა, KIU-ს დამთავრების შემდეგ ადვილად ავუწყობ ფეხს ევროპულ სტანდარტებსა და სამუშაო გარემოს პრინციპებს”, – აღნიშნა ქრისტინემ.
ქრისტინესთვის წინ ბევრი გამოწვევაა. მარტივი არ არის ქართულიდან გერმანულ სტანდარტებზე გადასვლა, თუმცა როგორც თავად ამბობს, შეგუების, დროისა და საკუთარ თავზე მუშაობის შედეგად ყველაფერი მიღწევადია.
- მომავლის პროფესიებში სპეციალისტების მომზადება: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების ტრენინგპროგრამებზე მიღება დაიწყო by ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი (FIM)” – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ევროპაში წარმატებულ სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების მიღებას იწყებს by ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- საქართველოს ნაკრებმა ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირში ვერცხლის მედალი მოიპოვა by ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი