რეგიონის სკოლები სწავლების დასწრებულ რეჟიმზე რჩებიან?
ქვეყანაში ეპიდსიტუაციის დამძიმების ფონზე, ყოველდღიურად იმატებს რეგიონის სკოლების რიცხვი, რომლებიც დასწრებული სწავლებიდან დისტანციურ რეჟიმში ინაცვლებენ. ორთვიანი შეზღუდვების შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების გახმოვანების შემდეგ, იყო მოლოდინი, რომ სწავლების დისტანციური რეჟიმი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდებოდა, თუმცა პრემიერმაც და განათლების მინისტრმაც მხოლოდ დიდ ქალაქებზე ისაუბრეს.
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სასწავლო დაწესებულებებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები განმარტა. მისი თქმით, საქართველოს დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება, ლაბორატორიული მეცადინეობის ჩატარების უფლება კი, მხოლოდ სამედიცინო მიმართულების უნივერსიტეტებს ექნებათ.
მინისტრს არაფერი უთქვამს რა გადაწყვეტილება არსებობს ქვეყნის მცირე ქალაქებსა და დასახლებებში მდებარე სკოლებთან დაკავშირებით, რომელთა ნაწილიც პედაგოგების თუ მოსწავლეების ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, ისედაც დისტანციურ რეჟიმშია.
ახალციხეში მოსწავლეების მშობლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას ითხოვენ
„უწყებათაშორისმა საბჭომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები: როგორც უკვე მოგეხსენებათ, მთელი ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღებს შეჩერებული აქვთ მუშაობა, ეს ეხება როგორც საჯარო, ასევე კერძო ბაღებს – ეს ნარჩუნდება. რაც შეეხება სკოლებს, დიდ ქალაქებში რომლებზეც პრემიერმა მოგახსენათ, სკოლები უკვე გადასულნი არიან დისტანციურ რეჟიმზე, ესეც ნარჩუნდება. რაც შეეხება დიდი ქალაქების პროფსასწავლებლებს და უნივერსიტეტებს, ისინი სრულად გადავლენ დისტანციურ სწავლაზე, გარდა უნივერსიტეტებში მედიცინის აკადემიური პროგრამებისა. სიტუაციიდან გამომდინარე, მედიცინის მიმართულება სტრატეგიული პრიორიტეტია ქვეყნისთვის, შესაბამისად მედიცინის აკადემიურ მიმართულებებზე უნივერსიტეტებს ექნებათ უფლება, რომ ამ პროგრამებზე პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები ჩაატარონ ლაბორატორიულად და არა დისტანციურად, ეს ეხება მხოლოდ მედიცინის პროგრამებს. აქაც უნივერსიტეტები უფლებამოსილნი არიან, რომ მათი გადაწყვეტილების შემთხვევაში ამ პროგრამებზე პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები არადისტანციურად ჩაატარონ. რა საკვირველია, ამ შემთხვევაში სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული“,-განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
რა ახალი შეზღუდვები დააწესა მთავრობამ სკოლების, უმაღლესებისა და პროფსასწავლებლებისთვის
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება