რიგგარეშე მობილობა თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გამოცხადდა
ცხადდება რიგგარეშე მობილობა თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის/აბიტურიენტებისათვის.
ზემოაღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის რიგგარეშე მობილობა განხორციელდება გამარტივებული წესით.
მობილობის პროცესის ადმინისტრირებისათვის არ იქნება გამოყენებული ელექტრონული პორტალი.
21 თებერვალს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ვაკანტური ადგილები.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის თაობაზე სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ და წარუდგინონ პირადი საქმის ასლები – 2020 წლის 24 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით.
სტუდენტთა რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.
კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ მობრძანდეთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში 24 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტს გაუუქმდა ავტორიზაცია და აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 2020 წლის 15 თებერვალს შევა. თდასუს სტუდენტებმა უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმება იანვრის ბოლოს გააპროტესტეს და ავტორიზაციის აღდგენის მოთხოვნით, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრთან აქცია-პერფორმანსიც გამართეს.
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია, ვისი ავტორობით დაიწერა და რა წერია ახალ სასკოლო წიგნებში – ელექტრონული ვერსიები კლასების მიხედვით (I ნაწილი)
by ARIS.GE-განათლება