GE

თდასუს სტუდენტები უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმებას აპროტესტებენ

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გუქმებას აპროტესტებს. ავტორიზაციის აღდგენის მოთხოვნით, მათ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრთან აქცია-პერფორმანსი გამართეს.

ისინი ცენტრის ხელმძღვანელის გადადგომასაც მოითხოვენ.

სტუდენტების განმარტებით, უნივერსიტეტს აკრედიტაცია 2021 წლამდე ჰქონდა, თუმცა მონიტორინგის ჯგუფის შემოსვლის შემდეგ ეს ავტორიზაცია გაუუქმდათ.

სტუდენტები ინტერსთა კონფლიქტზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მონიტორინგის ჯგუფი კონკურენტი უნივერსიტეტების წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული. მათი თქმით, მობილობით სხვა უნივერსიტეტში გადასვლა არ სურთ.

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში განამარტავენ, რომ უნივერისტეტს საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს, მეორეს მხრივ კი ცენტრი ვალდებულია, სტუდენტებს მობილობა შესთავაზოს.

თამარ მახარაშვილის განცხადებით,, თდასუს სტუდენტებისთვის რიგგარეშე მობილობა გამოცხადდება, რასაც სტუდენტთა დიდი ნაწილი ეთანმება.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილება 2019 წლის 20 დეკემბერს მიიღო.

გადაწყვეტილება 2020 წლის 15 თებერვლიდან შევა ძალაში.

1tv

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური