როდის გახდება ცნობილი 2020 წლის მისაღებ გამოცდებზე სავალდებულო საგნების საბოლოო ჩამონათვალი
2020 წლის მისაღებ გამოცდებზე სხვადასხვა პროგრამაზე მოსახვედრად უნივერსიტეტების მიერ არჩეული სავალდებულო საგნების საბოლოო ჩამონათვალი ჯერ ისევ გაურკვეველია.
უნივერსიტეტებს აქამდე არსებული სიის ცვლილების საშუალება გასული წლის დეკემბრის თვეში ჰქონდათ. გარდა ამისა, რექტორებისა და განათლების მინისტრის მოადგილის მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე ცნობილი გახდა ისიც, რომ 2020 წლის ეროვნულ გამოცდებს შესაძლოა, სხვა სავალდებულო საგნებიც დაემატოს.
ამ დრომდე სამინისტროს საბოლოო მონაცემები არ გამოუქვეყნებია, თუმცა როგორც EDU.ARIS.GE-ს გამოცდების ცენტრში განუცხადეს მონაცემებს ელოდებიან და წესით, ინფორმაცია იანვრის თვეში უნდა გახდეს ცნობილი. გვითხრეს ისიც, რომ აქამდე არსებულ სიას, სავარაუდოდ, საგნები არ დააკლდება.
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
„სექტემბერში უმაღლესი განათლება გაიაფდა, საშუალო განათლება კი გაძვირდა“ – საქსტატის უახლესი მონაცემები
by ARIS.GE-განათლება
-
2030 წლისთვის პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულთა რაოდენობა 70 ათასამდე უნდა გაიზარდოს – კიდევ რა გეგმა აქვს მთავრობას
by პროფესიული განათლების ამბები