როდის მიიღებენ შარშან და წელს სკოლადამთავრებული ოქროს და ვერცხლის მედალოსნები კუთვნილ ჯილდოს?
მიმდინარე წლის სამ ივნისს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში EDU.ARIS.GE-ს განუცხადეს, რომ 2020-2021 და 2021-2022 სასწავლო წლების მედალოსნები კუთვნილ ჯილდოს ერთდროულად მიიღებენ. 19 სექტემბერს კი გავარკვიეთ, რომ წელს სკოლადამთავრებულთა ოქროსა და ვერცხლის მედლები კიდევ დაიგვიანებს და მათი გადაცემა 2022 წელს საერთოდ ვერ მოესწრება.
მიხეილ ჩხენკელის უწყებაში გვითხრეს, რომ ჯერ 2021-2022 სასწავლო წლის მედალზე სკოლადამთავრებულთა სიებიც არ მიუღიათ, რომელსაც სკოლა საგანმანათლებლო რესურსცენტრებს, რესურსცენტრი კი სამინისტროს უგზავნის და უწყების შესაბამისი დეპარტამენტი ამის შემდეგ აცხადებს ტენდერს.
EDU.ARIS.GE-მ ასევე იკითხა რატომ იგვიანებს შარშან, 2020-2021 სასწავლო წელს კურსდამთავრებული მედალოსნების ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოების პროცესი, რაზეც მივიღეთ პასუხი, რომ დაგვიანება ტენდერის ჩაშლამ გამოიწვია: “კომპანიამ ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები, რაც სამინისტროს ჰქონდა და ტენდერი ჩაიშალა”. თუმცა, როგორც უწყებაში გვარწმუნებენ, ამჟამად, ხელახლა გამოცხადებული ტენდერი უკვე დასრულების ფაზაშია, განხორციელდება შესყიდვა და წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კუთვნილი მედლები გადაეცემათ.
სავარაუდო პერიოდი, თუ როდის მიიღებენ გასულ წელს სკოლადამთავრებულები კუთვნილ ჯილდოს, იქნება ეს გვიანი შემოდგომა თუ სხვა დრო, განათლების სამინისტროში ვერ დააკონკრეტეს.
ასევე იხილეთ:
-
თბილსისი საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწყება – ვადები და პროცედურა
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლებში ეროვნული შეფასებების დანერგვის მიზნით, 12 საგანში დავალებები შეიქმნა“ – პრემიერ-მინისტრი ზოგად განათლებაზე
by ARIS.GE-განათლება
-
გამოქვეყნდა მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დრო 2026 წლის ზაფხულის გამოცდების ყველა მონაწილისთვის
by ARIS.GE-განათლება