როდის შეხვდება გიორგი ამილახვარი პედაგოგებს – მინისტრის პასუხი
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, მთავრობის კანცელარიაში ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად, თუ როდის გეგმავს მასწავლებლების მოთხოვნის შესაბამისად მათთან შეხვედრას, განაცხადა, რომ შეხვედრა ახლო მომავალში გაიმართება.
„მოგვისმინეთ მასწავლებლებს!“ – პედაგოგების ვიდეო მიმართვა განათლების მინისტრს
“დღეს დილას მივიღე გადაწყვეტილება, რომ ზოგადი განათლების მიმართულებით ჩემი კონსულტანტი და მრჩეველი იქნება ძალიან ცნობილი, დამსახურებული პედაგოგი და განათლების ექსპერტი, გია მურღულია. ხვალ უკვე იქმნება სამუშაო ჯგუფი სამინისტროში, რომელიც სხვადასხვა სასკოლო და ზოგადი განათლების საკითხთან მიმართებით, მათ შორის, განსაკუთრებით მასწავლებლის კარიერულ სქემასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებს. უახლოეს მომავალში, მაქსიმუმ ალბათ ერთი კვირის ვადაში, გვექნება ამ მასწავლებლების ნაწილთან შეხვედრა, ვისაც სხვადასხვა აქტივობებთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები გააჩნიათ. პირველ რიგში, მათთან შეჯერებით და მსჯელობით მივიღებთ იმ სწორ გადაწყვეტილებას, რომელიც შედეგს მოუტანს რაც მთავარია ჩვენს შვილებს და აამაღლებს განათლების ხარისხს სკოლებში”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
ასევე იხილეთ:
არის თუ არა პორტფოლიო მასწავლებლის შეფასების ეფექტური ინსტრუმენტი? – ტრენერის შეფასებები და მიმართვა
მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასება სტატუსების მიხედვით – ახალი დოკუმენტი
-
პრემიერ-მინისტრმა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცა – სია
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდი და ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები გათანაბრებაზე
by ARIS.GE-განათლება
-
გამოქვეყნდა აბიტურიენტთა შედეგები და გამსვლელი ქულები გეოგრაფიასა და ზოგად უნარებში – გამოცდები 2026
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე