GE

როგორ უნდა იმუშაონ სკოლებმა თუ 4 ოქტომბერს სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება – NCDC-ის განახლებული რეკომენდაციები

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დაპირების თანახმად, 2021 წლის პირველკლასელებისთვის სასწავლო პროცესი ოთხ ოქტომბერს უნდა დაიწყოს.

4 ოქტომბრიდან ელიან სწავლის დასწრებულ რეჟიმში გაგრძელებას ონლაინ სწავლების პროცესში მყოფი სკოლის მოსწავლეები და სტუდენტებიც, თუმცა გადაწყვეტილება 23 სექტემბრის მდგომარეობით მიღებული არ არის.

EDU.ARIS.GE-მ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის  განახლებული რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის 23 სექტემბერს მოიპოვა. დოკუმენტში მოცემულია როგორც სკოლისა და მასწავლებლების, ისე მოსწავლისა და მისი მეურვის ვალდებულებები და რეკომენდაციები. მოსწავლის ვალდებულებებში განსაზღვრულია მისი ქცევის წესები სკოლაში ყოფნის დროს და არის მითითება მშობლებისთვის, თუ რა შემთხვევაში არ უნდა გაუშვან მოსწავლე სკოლაში, ასევე რომელი კლასის მოსწავლე უნდა იყოს უზრუნველყოფილი პირბადით მშობლის მიერ, რა შემთხვევაში დაუკავშირდეს ის 112-ის ცხელ ხაზს და სხვა.

ჩვენს კითხვაზე მოსალოდნელია თუ არა აღნიშნული დოკუმენტის დამატებით კიდევ ერთი განახლება 4 ოქტომბრამდე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სწრაფი კომენტარისთვის მზად არ იყო.

ჩამოტვირთეთ დოკუმენტი (23/09/2021): ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური