როგორია რეგიონის ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო ჰაბი და რა სიახლეები ელოდებათ სტუდენტებს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) აქტიურად ემზადება სტუდენტების პირველი ნაკადის მისაღებად. უკვე აშენდა KIU-ს კამპუსის დიდი ნაწილი, რომელიც მოიცავს: სასწავლო კორპუსებს, სრულად აღჭურვილ, კეთილმოწყობილ სტუდენტურ საცხოვრისებს, კაფეტერიას, ბიბლიოთეკას, ლაბორატორიებს და დასასვენებელ, გასართობ და სამუშაო სივრცეებს. თავისი მასშტაბურობით KIU ერთ-ერთი უდიდესი და გამორჩეული სასწავლო ქალაქი იქნება რეგიონში, რომლის ანალოგიც აქამდე არ ჰქონია არც საქართველოს და არც სამხრეთ კავკასიას.
KIU პირველ ეტაპზე სტუდენტებს მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებისა და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამებზე მიიღებს, ხოლო მომდევნო წლებში პროგრამების ჩამონათვალი ეტაპობრივად გაიზრდება. უნივერსიტეტში ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოხდება და მომავალ სტუდენტებს, რომლებსაც სურთ სწავლა ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ უნივერსიტეტში გააგრძელონ, NAEC-ის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში უნდა მიუთითონ უნივერსიტეტის კოდი – 197.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი და პროგრამებიც სწორედ TUM-თან თანამშრომლობით შეიქმნა. სასწავლო პროცესს, რომელიც სრულად ადაპტირებულია, როგორც დისტანციური/ელექტრონული ისე, აუდიტორული სწავლებისთვის, ქართველ პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად უცხოელი პროფესორებიც გაუძღვებიან. წარჩინებული სტუდენტებისთვის კი გათვალისწინებულია გრანტები, სასტიპენდიო და გაცვლითი პროგრამები. ასევე უნივერსიტეტმა უკვე შექმნა სტუდენტური გრანტების ფონდი, რომელიც სწორედ სხვადასხვა ტიპის დაფინანსებაზე იქნება ორიენტირებული და საშუალებას მისცემს სტუდენტებს საგრანტო პროგრამებით ისარგებლონ.
უნივერსიტეტის რექტორის ბატონ ალექსანდრე თევზაძის თქმით: „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს მოქალაქეებისათვის სწავლის გადასახადი წელიწადში 2250 ლარს შეადგენს. ეს არის თანხა, რომელსაც ფარავს 100-პროცენტიანი სახელმწიფო სასწავლო გრანტი, რომლის მოპოვებაც შესაძლებელია ერთიანი ეროვნულ გამოცდების შედეგების საფუძველზე.
KIU-ს გრანტების ფონდის მიზანია სტუდენტებს დავუფაროთ სწავლის გადასახადი, სტუდენტური საცხოვრებლის საფასური, საუნივერსიტეტო სტიპენდია და უზრუნველვყოთ საკვებისა და სხვა ხარჯების დაფარვაც.
გრანტების პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა მოცულობით დაფინანსდებიან წარმატებული სტუდენტები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით მოხვდებიან საუკეთესო 100, 200 და 300 აბიტურიენტთა სიაში, საშუალო განათლების ოქროს და ვერცხლის მედალოსნები, მათემატიკის, პროგრამირებისა და საბუნებისმეტყველო საგნებში ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებული, მათემატიკური კონკურსის „Mვექტორი“ და ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულები.
საუნივერსიტეტო დაფინანსება ბაკალავრიატის საფეხურზე განსაზღვრულია სწავლის 4 წლის განმავლობაში, რომლის შესანარჩუნებლადაც სტუდენტებმა უნდა აჩვენონ მაღალი აკადემიური მოსწრება. იმედი გვაქვს საუნივერსიტეტო დაფინანსება ჩვენს სტუდენტებს შეუქმნის იდეალურ პირობებს, რათა მიიღონ უმაღლესი ხარისხის განათლება მათთვის საინტერესო პროგრამის ფარგლებში და იყვნენ წარმატებულნი“, – აღნიშნავს უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე.
მომავალ სტუდენტებს KIU-ს კამპუსში ყველა პირობა ექნებათ მიიღონ ევროპული განათლება, ქონდეთ აქტიური და საინტერესო სტუდენტური ცხოვრება, ისწავლონ რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ უნივერსიტეტში და რაც მთავარია ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად. აბიტურიენტებს, კი რომლებსაც სურთ თავიანთი ცხოვრების ახალი ფურცელი KIU-სთან ერთად დაიწყონ NAEC-ის ჩამონათვალში უნდა მიუთითონ კოდი – 197. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 30 აპრილს სრულდება.
უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
- მომავლის პროფესიებში სპეციალისტების მომზადება: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების ტრენინგპროგრამებზე მიღება დაიწყო by ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი (FIM)” – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ევროპაში წარმატებულ სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების მიღებას იწყებს by ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- საქართველოს ნაკრებმა ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირში ვერცხლის მედალი მოიპოვა by ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი