რომელ პედაგოგებს მიიღებენ სკოლაში მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის გვერდის ავლით – ბრძანება
იმ პედაგოგებს, რომლებსაც სურთ სკოლაში უკრაინულ სექტორზე დასაქმება, კანონმდებლობით დადგენილი მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესი არ შეეხებათ – ამის შესახებ ახალ ბრძანებაშია ნათქვამი, რომელსაც განათლების მინისტრის ქვეყანაში არ ყოფნის გათვალისწინებით, ხელს აწერს მისი მოადგილე და ამჟამად მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თამარ მახარაშვილი.
22 სექტემბრის ბრძანებაშია ნათქვამია, რომ აღნიშნული პირები შეირჩევიან სკოლის მიერ დადგენილი წესით.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 11 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, – ვკითხულობთ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
ასევე იხილეთ:
რა შემთხვევაში მიანიჭებს სკოლა მოსწავლეს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის უფლებას – ცვლილება კანონში
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
„სექტემბერში უმაღლესი განათლება გაიაფდა, საშუალო განათლება კი გაძვირდა“ – საქსტატის უახლესი მონაცემები
by ARIS.GE-განათლება
-
2030 წლისთვის პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულთა რაოდენობა 70 ათასამდე უნდა გაიზარდოს – კიდევ რა გეგმა აქვს მთავრობას
by პროფესიული განათლების ამბები