რა შემთხვევაში მიანიჭებს სკოლა მოსწავლეს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის უფლებას – ცვლილება კანონში
მიუხედავად იმისა, რომ 2022-2023 სასწავლო წლის დაწყების შემდეგ, მოსწავლეებს დისტანციური სწავლების არჩევის შესაძლებლობა აღარ აქვთ, განისაზღვრა გარემოება, რომლის არსებობის შემთხვევაში, სკოლა ვალდებული იქნება, მოსწავლეს დისტანციური სწავლების უფლება მისცეს.
შესაბამისი ცვლილება 21 სექტემბერს, „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში შევიდა.
„სკოლა ვალდებულია, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, შინ სწავლების რეჟიმზე გადაიყვანოს ის მოსწავლეები, რომლებიც არ არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები, მაგრამ საჭიროებენ მკურნალობას ერთ თვეზე მეტი ვადით ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მიეკუთვნებიან რისკჯგუფს პირისპირ სწავლების შემთხვევაში და მშობლის მიმართვის შემთხვევაში, აღნიშნული გარემოებები ცნობილი ხდება სკოლისათვის“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
ამავე ბრძანებით განისაზღვრა, რომ საშუალო საფეხურზე სავალდებულო პროექტებში – სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, მუსიკაში, სამოქალაქო განათლებაში – მოსწავლე ფასდება განმავითარებელი შეფასებით (წერილობითი და /ან ზეპირი ფორმით).
დამტკიცებულ ბრძანებას, განათლების მინისტრის ქვეყანაში არ ყოფნის გათვალისწინებით, ხელს აწერს მისი მოადგილე და ამჟამად მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თამარ მახარაშვილი.
ასევე იხილეთ:
როდის მიიღებენ შარშან და წელს სკოლადამთავრებული ოქროს და ვერცხლის მედალოსნები კუთვნილ ჯილდოს?
-
განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმებზე: კომპანიამ, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა, მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
რა დაჯდება 2026 წელს სახელმწიფო უმაღლესებში ჩარიცხული 21 600-მდე სტუდენტის უფასოდ სწავლა? – რის თქმა (ვერ) შეძლო EDU.ARIS.GE-სთან განათლების მინისტრის მოადგილემ
by ARIS.GE-განათლება
-
შეუძლია თუ არა სტუდენტს, რომელიც ფასიანზე სწავლობს, უფასო სწავლების მოდელით ისარგებლოს – განათლების სამინისტროს პასუხი
by ARIS.GE-განათლება