რომელი პირბადე უნდა გამოიყენოს აბიტურიენტმა გამოცდაზე – მრავალჯერადი თუ სამედიცინო?
2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აპლიკანტის დაშვების ერთ-ერთი მთავრი პირობა პირბადის გამოყენება იქნება. გამოცდებში მონაწილე აპლიკანტებს აქვთ შეკითხვა, ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ განსაზღვრულია თუ არა პირბადის სახეობა, მაგალითად: მრავალჯერადი იქნება ის თუ სამედიცინო და ექნებათ თუ არა მათ მისი გამოცვლის შესაძლებლობა?
EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, რომ ამ კუთხით აბიტურიენტებს შეზღუდვა არ ექნებათ და შესაძლებლობა აქვთ მათთვის კომფორტული ნიღაბი მოირგონ.
„გამოსაცდელი არ არის შეზღუდული პირბადის სახეობაში. მას შეუძლია თან იქონიოს მისთვის კომფორტული ნებისმიერი სახის პირბადე, ასევე სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში გამოცვალოს ის. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს ადგილზე დაახვედრებს ე.წ. სამედიცინო პირბადეს“,- აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
ამავე თემაზე:
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
2027 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება