„პირბადის ტარება არ არის ისეთი დისკომფორტი, რომლის გამოც ქვეყანამ ეროვნული გამოცდები უნდა გადადოს!“ – ამირან გამყრელიძე
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების თარიღები ცნობილია, ასევე ცნობილია ის წესები, რომლის დაცვაც აბიტურიენტებს საგამოცდო პროცესში კორონავირუსის პანდემიის გამო მოუწევთ. მათ შორისაა პირბადის სავალდებულო ტარება საგამოცდო სივრცეში, სადაც ასევე არ იქნება კონდიცირება. ამ ფაქტმა უკმაყოფილება გამოიწვია. აბიტურიენტები და მათი მშობლები ფიქრობენ, რომ ეს გამოცდის პროცესში სერიოზული დისკომფორტი იქნება.
ადამიანთა იმ ნაწილს, რომელმაც ამ საკითხთან დაკავშირებით პრეტენზია გამოთქვეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა უპასუხა. ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ პირბადის ტარებაზე დიდი გამოწვევა – მსოფლიო პანდემიაა, ამიტომ აბიტურიენტებმა ,,ეს მცირედი დისკომფორტი,, უნდა აიტანონ.
,,ვფიქრობთ, რომ რეკომენდაციები რაც შევიმუშავეთ გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად, მინიმუმამდე დაიყვანს ინფექციის გავრცელების რისკს ეროვნული გამოცდების პერიოდში. რაც შეეხება პირბადეებს, ის გახლავთ ინფექციის პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი სოციალურ დისტანცირებასთან ერთად. ამიტომ, როცა ისმება საკითხი 3-4 საათის განმავლობაში აბიტურიენტს თუ პირბადე უკეთიათ, ეს მოქმედებს მათ შესაძლებლობაზე და ა.შ. მემგონი, გადაჭარბებული შეფასებებია, მაშინ ჩვენ, ექიმებმა რა ვქნათ, როდესაც პირბადით ვმუშაობთ. დღეს პირბადე გახდა ჩვენი ცხოვრების მთავარი ატრიბუტი და ასე იქნება სანამ კორონავირუსის პანდემიას კაცობრიობა არ დაძლევს. მესმის, რომ მცირედი დისკომფორტი არის, მაგრამ კეთილი უნდა ვინებოთ და ის რეკომენდაციები რაც გვაქვს, დავიცვათ. ეს, შეიძლება, არის დისკომფორტის მომტანი, მაგრამ ამის გარეშე არ გამოვა. ეს არ არის ისეთი დისკომფორტი, რომლის გამოც ქვეყანამ ეროვნული გამოცდები უნდა გადადოს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020 წელს 6 ივლისს დაიწყება და აბიტურიენტებისთვის 25 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
ამავე თემაზე:
მოამზადა აუნკი წიწილაშვილმა
-
სქემის ფარგლებში მასწავლებლები ელექტრონული სისტემის წარმოებას დაიწყებენ – პროფესიული განვითარებისა და წინსვლის ახალი სქემა ძალაში შევიდა (დადგენილება)
by ARIS.GE-განათლება
-
განკერძოებული სიტყვები, გამოთქმები და მათი სწორად წერა – მაგალითები და წესები გამოცდაზე დაგეხმარებათ
by გრამატიკული ცნობარი
-
გასამმაგებული კონკურენცია – ის, რაც მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა და მშობლებმა უნდა იცოდნენ
by ARIS.GE-განათლება