GE

თუ აბიტურიენტის სახე დაფარულია პირბადით, კონდიცირებით ვირუსის გავრცელების საფრთხე დაბალია – იმუნოლოგი

იმუნოლოგი, ექიმი პედიატრი ბიძინა კულუმბეგოვი გამოცდის მიმდინარეობისას აბიტურიენტების ახალი ვალდებულების – პირბადის მოუხსნელად კეთების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მაღალ სიცხეში, საგამოცდო სივრცის ჯეროვანი გაგრილების გარეშე ეს პრობლემა იქნება.

„რა თქმა უნდა, ეს შეიძლება იყოს სერიოზიული პრობლემა. სტრესული სიტუაცია, თან ჟანგბადის რაოდენობის შემცირება, რომელიც ნიღაბში ვერ მიიღწევა და თუ სათვალესთან მიმართებაში ვისაუბრებთ, (აბიტურიენტების ნაწილი ატარებს სათვალეს და ისინი წუხან, რომ პირბადესთან ერთად სათვალე იორთქლება და მისით მხედველობა ჭირს ავტ.) ერთი ხრიკი მინდა ვთქვა. ეს შესაძლოა ბევრმა იცის, მაგრამ რადგანაც ახლა მეტი გამოსავალი არ გვაქვს, ეს უნდა ვთქვათ. თუ ჩვენ სათვალეს საპონს გავუსვამთ და ის გაშრება, ეს დაორთქვლისგან ასი პროცენტით იცავს უკვე სათვალეს. ასე რომ, ეს ხერხი არსებობს და მინდა რომ იცოდნენ ჩვენმა ანიტურიენტებმა და იმ ადამიანებმა რომელთაც ეს პრობლემა უდგათ – საპნის გასმა, შემდეგ შეშრობა და სათვალეს აბსოლუტურად აღარ აქვს ორთქლი“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მან ასევე ისაუბრა კონდიცირების აკრძალვის საკითხზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს შეუძლია უზრუნველყოს ისეთი გაგრილების საშუალება, რომელიც არის თანამედროვე და უსაფრთხო.

„რა თქმა უნდა, მე ვარ მომხრე, რომ კონდიცირება იყოს ადეკვატური. ის მაინცდამაინც ადამიანზე არ უნდა იყოს დამიზნებული და უნდა შეუცვალოს მიმართულებები, ამის საშუალებას თანამედროვე ტექნიკა იძლევა. თუნდაც მაღალი დონის, ჰეპა ფილტრიანი უზრუნველყოს სახელმწიფომ,  არ არის ეს ძალიან ძვირი სიამოვნება და ჰეპა ფილტრით აღჭურვილი, ძალიან ახალი და გამართული კონდიცირების სისტემა შეიქმნას. ეს ხომ არ არის უსასრულობა რაოდენობის სივრცეები, სადაც გამოცდები უნდა ჩატარდეს. თუ ეს იქნება ჰეპა ფილტრიანი, თუ ეს იქნება წინასწარ განსაზღვრული ოთახში ჰაერის ნაკადების კუთხით და ნიღაბი, ვფიქრობ, ამ პირობებში შესაძლებლობა იქნება. გამოღებულ ფანჯრებში, როცა შესაძლოა იყოს 40 გრადუსი სიცხე, ეს არის სრულიად შეუძლებელი. ეს აისახება ბავშვებზე და შეიძლება იყოს გულის წასვლა. კონდიციონერზე კიდევ უნდა ვთქვათ, რომ არ არსებობს არც მისი საწინააღმდეგო და არც დამატასტურებელი (რომ ის უწყობს ხელს გავრცელებას ავტ.) და ლოგიკიდან უნდა გამოვიდეთ: თუ ჩვენ ნიღბით გვაქვს დაფარული სახე, დაფარული გვაქვს ცხვირი ზოგადად და პირის ნაწილი, ეს იმას მიშნავს, რომ კონდიციონერით ვირუსის გავრცელების, მინიმალური დაინფიცირების ვირუსის მოხვედრის ალბათობა ძალიან დაბალია. თუ ფილტრები იცვლება, თუ ეს ყველაფერი დარეგულირებულია როგორც უნდა იყოს და ამას ემატება ნიღაბი, მე ვფიქრობ, აქ არავითარი პრობლემა არ უნდა იყოს“, – განმარტა იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ახალი წესების თანახმად, თუ აბიტურიენტი გამოცდის მიმდინარეობისას პირბადეს მოიხსნის ის იღებს შენიშვნას, ხოლო მეორე შენიშვნის შემთხვევაში -დატოვებს გამოცდას.

ცნობილია რა წესების დაცვა მოეთხოვება აბიტურიენტს 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და იქნება თუ არა გაგრილება

კონდიციონერები იმუშავებენ მხოლოდ გამოცდების დაწყებამდე და მათ შორის – პაატა იმნაძის თხოვნა აბიტურიენტებს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური