რუსთავის მე-7 საჯარო სკოლაში კორონავირუსი მასწავლებელს დაუდასტურდა, სწავლება დისტანციურად მიმდინარეობს

რუსთავის მე-7 საჯარო სკოლა, კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენის გამო, სრულად დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.
როგორც რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე 27 ოქტომბრიდან გადავიდა.
მე-7 საჯარო სკოლის დირექტორის ლია ჯღარკავას განცხადებით, კორონავირუსი პედაგოგს დაუდასტურდა, რომელიც ბოლოს სკოლაში 23 ოქტომბერს იმყოფებოდა.
მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც მასწავლებლის დაინფიცირების გამო თვითიზოლაციაში გადავიდნენ, საკლასო ოთახებს 10 ნოემბრიდან დაუბრუნდებიან.
წყარო: ,,ინფო რუსთავი”
-
შენარჩუნდება თუ არა ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დისტანციური დასწრების არჩევის შესაძლებლობა? პასუხი ცნობილია by ARIS.GE-განათლება
-
კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, აპლიკანტი გამოცდაზე 7 დღის განმავლობაში ვერ გავა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
რა შემთხვევაში აიცრებიან მეორე ბუსტერდოზით 12-17 წლის ასაკის პირები – მინისტრის ბრძანება by EDUVID-19