სააღმზრდელო პროცესი დღეს თბილისის კიდევ 6 ბაღში შეწყდა – სია
თბილისის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბერს განახლდა, თუმცა კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო, დღეს კიდევ 6 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი ისევ შეწყდა.
12 ოქტომბრიდან დღემდე ჯამში თბილისში 20 საბავშვო ბაღი დაიხურა. ინფორმაციას თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა გვანცელაძე მედიასთან ადასტურებს.
საბავშვო ბაღების დახურვის ქრონოლოგია ასეთია: 12 ოქტომბერს სამუშაო პროცესი არ განახლდა ოთხ დაწესებულებაში, რომელთა პერსონალსა და ბავშვებს შორის კორონავირუსი სააღმზრდელო წლის დაწყებამდე დაფიქსირდა. მომდევნო დღეებში ამ ბაღებს დაემატა კიდევ ათი ბაღი, დღეს კი, კიდევ 6-ის ფუნქციონირების შეწყვეტის შესახებ გახდა ცნობილი.
დახურული ბაღებია: N35, N53, N89, N153, N190, N93, N99, N29, N36, N4, N21, ხუთკუნჭლა, N16, N72, N213, N186, N59, „იმედი,“ N216, N160.
- შენარჩუნდება თუ არა ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დისტანციური დასწრების არჩევის შესაძლებლობა? პასუხი ცნობილია by ARIS.GE-განათლება
- კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, აპლიკანტი გამოცდაზე 7 დღის განმავლობაში ვერ გავა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- რა შემთხვევაში აიცრებიან მეორე ბუსტერდოზით 12-17 წლის ასაკის პირები – მინისტრის ბრძანება by EDUVID-19