GE

საბაუნის სპეციალური შეთავაზებები მობილობით დაინტერესებული სტუდენტებისათვის

საქართველოს უნივერსიტეტებში სტუდენტთა მობილობის თარიღები ცნობილია.

2020-2021 წლის შემოდგომის სემესტრზე სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში მობილობით ჩარიცხულ ყველა სტუდენტს განსაკუთრებული შეთავაზებები ელით:

  • 50% -იანი ფასდაკლება სწავლის წლიურ საფასურზე ერთი წლის მანძილზე
  • 30 კრედიტს მიღმა, დამატებით ერთი საგნის სრულიად უფასოდ გავლის საშუალება;
  • 20%-იანი ფასდაკლება ახლადაშენებულ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში ერთი წლის მანძილზე;
  • სწავლის წლიური საფასურის 10 ნაწილად ან სტუდენტზე მორგებული, ინდივიდუალური გრაფიკით გადახდის შესაძლებლობა.

სტუდენტთა აკადემიური მობილობა ხორციელდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პორტალის მეშვეობით, სადაც სტუდენტი უნდა დარეგისტრირდეს 31 ივლისიდან 19 აგვისტოს ჩათვლით და მიუთითოს სასურველი უნივერსიტეტი. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ კი, 20 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მოთხოვნილი საბუთები უნდა წაარმოადგინოს უნივერსიტეტში მატერიალური ან ელექტრონული სახით.

2020-2021 წლის შემოდგომის სემესტრზე სტუდენტების მობილობა საბაუნიში შესაძლებელია როგორც ბაკალავრის, ასევე მაგისტრატურის საფეხურზე, შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე: სამართალი, ბიზნესის ადმინისტრირება, ტურიზმი, საერთაშორისო ურთიერთობები, თეოლოგია.

საბაუნიში შემოდგომის სემესტრში მობილობა უკვე ფსიქოლოგიის, პოლიტიკის მეცნიერებისა და სოცილოგიის ახალ საბაკალავრო პროგრამების პირველ კურსზეცაა შესაძლებელი.

პროცედურებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ მათ ვებ-გვერდს მითითებულ ბმულზე:  http://sabauni.edu.ge/ka/news/5919

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური