საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, კორონავირუსის შემთხვევების გამო, სწავლა დისტანციურ რეჟიმში გადავიდა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლის რამდენიმე მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ვირუსი აღმოაჩნდათ ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურას სკოლის მოსწავლესა და მის მშობლებს, ამიტომ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, ორივე საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი დისტანციურად წარიმართება.
სკოლებში დაგეგმილია საკალასო ოთახებისა და დერეფნების სპეციალური ხსნარებით დამუშავება.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 26 საჯარო სკოლიდან 16-ში სასწავლო პროცესი ჩვეული რეჟიმით გრძელდება, ხოლო 10 საჯარო სკოლაში სწავლა რამდენიმე კვირაა დისტანციურად მიმდინარეობს.
წყარო: imedinews
- შენარჩუნდება თუ არა ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დისტანციური დასწრების არჩევის შესაძლებლობა? პასუხი ცნობილია by ARIS.GE-განათლება
- კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, აპლიკანტი გამოცდაზე 7 დღის განმავლობაში ვერ გავა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- რა შემთხვევაში აიცრებიან მეორე ბუსტერდოზით 12-17 წლის ასაკის პირები – მინისტრის ბრძანება by EDUVID-19