სამცხე ჯავახეთში 10 სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა
სამცხე ჯავახეთში კორონავირუსის დაფიქსირების გამო 10 სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. ინფექცია ნინოწმინდის ხუთ, ახალციხის ორ, ადიგენის ერთ და ახალქალაქის ორ სკოლაში დაფიქსირდა. COVID-19-ის შემთხვევების გამოვლენის გამო, რეგიონის მასშტაბით დაიხურა ოთხი საბავშვო ბაღი, აქედან ერთი ახალქალაქშია, ორი – ახალციხეში და ერთი – ბორჯომში.
ვირუსი დაფიქსირდა ახალციხის პირველ და მეხუთე სკოლებშიც, თუმცა ამ შემთხვევაში დირექციას სასწავლებლის დახურვის გადაწყვეტილება არ მიუღია. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი, გიორგი მიქელაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე რეგიონში დამატებითი შეზღუდვები არ იგეგმება.
22 ოქტომბრის მონაცემებით, რეგიონში 173 კოვიდინფიცირებულია, აქედან გამოჯანმრთელდა 51 პაციენტი, გარდაიცვალა –2.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე
- შენარჩუნდება თუ არა ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დისტანციური დასწრების არჩევის შესაძლებლობა? პასუხი ცნობილია by ARIS.GE-განათლება
- კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, აპლიკანტი გამოცდაზე 7 დღის განმავლობაში ვერ გავა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- რა შემთხვევაში აიცრებიან მეორე ბუსტერდოზით 12-17 წლის ასაკის პირები – მინისტრის ბრძანება by EDUVID-19