სამედიცინო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე 1200 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი მოეწყობა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე საერთო საცხოვრებელი მოეწყობა.
არანაკლებ 1200 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებლის მოწყობის მიზნით, სამედიცინო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე არსებული 10 014 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, 49 წლიანი აღნაგობის უფლებით ელექტრონულ აუქციონზე გაიცემა.
ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აუქციონის მოთხოვნის შესაბამისად, თითოეულ სტუდენტზე გათვალისწინებული უნდა იყოს 8-15 კვ.მ. გამოყენებადი ფართი, ცენტრალიზებული ელექტროკვებით, წყალმომარაგება-კანალიზაციით, ცენტრალური გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირების სისტემით და უსადენო ინტერნეტით. სტუდენტები განთავსდებიან ერთ, ორ, სამ და ოთხადგილიან ნომრებში, რომლებიც ყველა აუცილებელი ინვენტარით იქნება აღჭურვილი.
ინვესტორმა საერთო საცხოვრებლის შენობაში საკუთარი ხარჯით უნდა მოაწყოს და ოპერირება გაუწიოს შემდეგი სახის ინფრასტრუქტურას: სასწავლო ზონა, სამრეცხაო, ფიტნეს-ცენტრი, სასადილო, სავაჭრო ფართი, სხვა კომერციული დანიშნულების ობიექტები.
აგრეთვე, ინვესტორმა საკუთარი ხარჯით უნდა მიიყვანოს შენობამდე ორი საავტომობილო გზა ნუცუბიძის ქუჩიდან და ვაჟა-ფშაველას გამზირიდან, ასევე, მოაწყოს შენობის მიმდებარედ სპორტული მოედანი, გამწვანებული ზონა, დასასვენებელი სკამებითა და გამწვანებით.
ღია ელექტრონული აუქციონის საწყისი ფასი 75 000 ლარს შეადგენს. აუქციონი მიმდინარე წლის 3 იანვარს გამოცხადდა და პირველ თებერვალს დასრულდება.
წყარო: 1tv
-
„პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას, რათა აღმზრდელების ანაზღაურება ღირსეული იყოს“
by მასმედია
-
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის
by მასმედია
-
2026 წლის მიღების აბიტურიენტებს კახა ბენდუქიძის საქველმოქმედო ცოდნის ფონდი 4 200 000 ლარით დააფინანსებს
by მასმედია