საქართველოს ბანკი „წიგნების თაროსთან“ მჭიდრო პარტნიორობას განაგრძობს
საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, განათლების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკისა და „წიგნების თაროს“ პარტნიორობით, თელავში, ახალგაზრდებში ცოდნის და განათლების პოპულარიზაციის მიზნით კონფერენცია გაიმართა.
საოცარი ახალი სამყარო – ასეთია შემეცნებითი ღონისძიების სახელი, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებმა და ქვეყნის გამორჩეულმა პროფესიონალებმა თანამედროვეობის აქტუალურ საკითხებზე, მომავლის ხედვებსა და ტენდენციებზე ისაუბრეს. ღონისძიებას „ჰოლიდეი ინნ თელავმა“ უმასპინძლა.
კონფერენცია საკმაოდ დატვირთული იყო. ის “წიგნების თაროს” თამაშით გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში სტუდენტები მოხსენებით “სტუდენტები ფიქრობენ” წარსდგნენ.
კონფერენციაზე პაპუნა ტოლიაშვილის მასტერკლასი – „რა იწვევს ორგანიზაციულ კრიზისს და როგორ ხდება ორგანიზაციის კრიზისიდან გამოყვანა“, ასევე ლევან გიგინეიშვილის მასტერკლასი – „ფილოსოფიის ვნება“ ჩატარდა. ღონისძიება გელა ბაბლუანთან შეხვედრით დასრულდა.
“საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტია. მოხარულები ვართ, რომ “წიგნების თაროსთან” პარტნიორობით მოგვეცა შესაძლებლობა, ხელი შეგვეწყო ახალგაზრდებისთვის მსგავსი საინტერესო ღონისძების ორგანიზებაში და ასევე, კიდევ ერთხელ ჩვენი წვლილი შეგვეტანა მომავალი თაობების განათლებასა და განვითარებაში”, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ინფორმაციისთვის, “წიგნების თაროსა“ და საქართველოს ბანკის პარტნიორობის ფარგლებში ეს უკვე მესამე ერთობლივი ღონისძებაა. პანდემიის პირობებში არაფორმალური განათლების ონლაინ სკოლა შეიქმნა. „ახალგაზრდები ბავშვების მომავლისთვის“ – ასეთია “წიგნების თაროს სკოლის“ სლოგანი, რომლის მასწავლებლებიც მაყურებლისთვის საყვარელ სახეებად ქცეული თაროელები, ქვეყნის გამორჩეული ახალგაზრდები არიან. 20 ივლისიდან კი პატარებისთვის საზაფხულო ონლაინ კურსი დაიწყო, რომელიც დაწყებითი კლასების მოსწავლეებს დამატებით, კლასგარეშე გაკვეთილებს სთავაზობს.
„საქართველოს ბანკის“ შესახებ: საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია აქტივების (საბაზრო წილი 35.9%), სესხებისა (საბაზრო წილი 35.6%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 35.4%) მიხედვით (2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის თანახმად). საქართველოს ბანკი მის კლიენტებს სთავაზობს კორპორაციული და საცალო საბანკო, ასევე ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს. 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ემსახურებოდა 2.5 მილიონზე მეტ მომხმარებელს 228 სერვისცენტრის, 939 ბანკომატისა და 3,183 გადახდის აპარატისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge http://www.bog.ge/
(R)
- გაიარეთ სასწავლო პროგრამა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში MIT, SEU-ს სრული დაფინანსებით და გახდით უნივერსიტეტის აკადემიური გუნდის წევრი by მასმედია
- „პედაგოგებს დავარწმუნებთ, რომ საქართველოში არსებობს გაერთიანება, რომელიც მასწავლებლების უფლებებისთვის რეალურად იბრძოლებს“ by მასმედია
- სტიქიის გამო ფოთში სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი გაურკვეველი დროით შეჩერდა by მასმედია