GE

საქართველოს ბანკისა და Startup Grind-ის შეთავაზება სტუდენტებისთვის

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Startup Grind ონლაინ გაიმართება. Startup Grind მსოფლიოში ყველაზე დიდი, 3,5 მილიონი წევრისგან შემდგარი კომუნაა, რომელიც სტარტაპებს და ინოვატორებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს. წლის განმავლობაში Startup Grind-ის ორგანიზებით რამდენიმე საერთაშორისო ღონისძიება იმართება, მათ შორის უმსხვილესი სილიკონ ველიზე, ლონდონსა და თბილისში გაიმართება.

Europe-Asia Connect არის უნიკალური შანსი სტარტაპებისთვის, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლების სემინარებში; გაიცნონ სხვა ქვეყნების სტარტაპები, გაცვალონ გამოცდილება და დაგეგმონ სამომავლო თანამშრომლობა. ასევე, მიიღონ ყველაზე დიდ სტარტაპ შეჯიბრში მონაწილეობა და გამარჯვების შემთხვევაში, მიიღონ რჩევები სილიკონ ველის მენტორებისგან.

Europe-Asia Connect წელს 100-ზე მეტ საერთაშორისო სპიკერს, 5000-ზე მეტ დამსწრეს და სტარტაპს 35-ზე მეტი ქვეყნიდან უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ სპიკერების უმრავლესობა ცნობილი კომპანიების უშუალოდ დამფუძნებლები არიან, რომლებმაც ბიზნესი ნულიდან დაიწყეს და დღეისთვის ღირებული კომპანიები შექმნეს. მაგალითისთვის, ერთ-ერთი სპიკერი მარკეტინგის გურუ, ანტრეპრენერი, ტექ-ევანგელისტი და არაერთი წიგნის ავტორი Guy Kawasaki-ა.

იმისათვის, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მოუსმინონ საერთაშორისო სპიკერებს და დაამყარონ კონტაქტი როგორც ლოკალურ ვარსკვლავებთან, ასევე მსოფლიოს წამყვან ანტრეპრენერებთან, ბანკი სტუდენტებს აძლევს შესაძლევლობას, სტუდენტური ბარათით გადახდისას ისარგებლონ განსაკუთრებული შეთავაზებით:

  • 30 ნოემბრამდე რეგისტრაციის შემთხვევაში გადაიხადონ მხოლოდ 10 ლარი;
  • 1 დემებრიდან გვიანი რეგისტრაციის შემთხვევაში კი 19.99 ლარად შეიძინონ ბილეთი.

ბილეთების შესაძენათ გადადით ბმულზე

შესაძლებლობების გამოყენების გზა სულ არის

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური