საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU ონლაინ ელექტრონულ სწავლა-სწავლებაზე გადადის
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU ონლაინ ელექტრონულ სწავლა-სწავლებაზე გადადის.
უნივერსიტეტის ცნობით, მსოფლიოში ახალი COVID-19 კორონავირუსის გავრცელების მაღალი ინტენსივობისა და სახელმწიფოს მიერ პრევენციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების კვალდაკვალ, პირველივე შემთხვევის დაფიქსირებისთანავე სეუ-ში, 26 თებერვალს გადაწყდა, რომ საგაზაფხულო სემესტრი 2 მარტის ნაცვლად 9 მარტს დაიწყება.
„ახალი COVID-19 კორონავირუსის გავრცელების შემთხვევების ზრდის გამო, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, სწავლის დაწყება გადაიდო 16 მარტისთვის.
სწავლის ვადების კვლავ გადაწევის შემთხვევაში, რადგან გავრცელებულ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ქმედითი ღონისძიება მასობრივი თავშეყრის ადგილების მაქსიმალური შეზღუდვაა, SEU გამოთქვამს მზადყოფნას, უმოკლეს ვადაში (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად) დანერგოს თანამედროვე მსოფლიოში დამკვიდრებული და მიღებული ელექტრონული (დისტანციური) სწავლა/სწავლების მეთოდები, ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან არ იქნება სხვა რეკომენდაციები ან ახალი COVID-19 კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგაშო მდგომარეობა არ განეიტრალდება”, – აცხადებენ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში.
-
„პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას, რათა აღმზრდელების ანაზღაურება ღირსეული იყოს“
by მასმედია
-
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის
by მასმედია
-
2026 წლის მიღების აბიტურიენტებს კახა ბენდუქიძის საქველმოქმედო ცოდნის ფონდი 4 200 000 ლარით დააფინანსებს
by მასმედია