GE

საქართველოში COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული კომისიის შემადგენლობაში განათლების სისტემის წარმომადგენელიც იქნება

საქართველოს მთავრობამ COVID-19-ის ვაქცინაციის პოლიტიკის განსაზღვრისა და დანერგვის ხელშეწყობისთვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისია შექმნა, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები არიან.  (საქართველოს მთავრობის განკარგულება №2495)

კომისიამ უნდა უზრუნველყოს COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან მჭიდრო კოორდინაციით, ასევე, საჭიროებისამებრ, მისი განახლება. ასევე, COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვისთვის სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული გაერთიანებების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა; ბ) COVAX Facility-სთან კომუნიკაცია ეროვნული კოორდინატორის მეშვეობით; გ) COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვისთვის ფინანსური რესურსების მოზიდვის კოორდინაცია;

კომისიაში განათლების სისტემიდან სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი გვხვდება, ასევე ამავე სტრუქტურაში წევრის სტატუსით მიწვეულები არიან გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლები.

მსოფლიოში უკვე არსებობს ვაქცინა, რომლებმაც საცდელი პერიოდი წარმატებით გაიარა. საქართველოს კორონავირუსის ვაქცინა მოსახლეობის 20%-სთვის უკვე შეკვეთილი აქვს, რაც დაახლოებით 700 000 მოქალაქეა. ვაქცინის ეს რაოდენობა ჯამში 17 მლნ დოლარი ჯდება 4,5 მლნ ქვეყანას უკვე გადახდილი აქვს. მოსახლეობის რა ჯგუფებზე გავრცელდება ვაქცინაცია, ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური