II-VI კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება იგვიანებს?
საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებს II-VI კლასების მოსწავლეებისთვის ფორმების შეძენის შესაძლებლობა ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით უნდა ჰქონოდათ. II-VI კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება იგვიანებს.
მოწოდების მეორე ეტაპი 15 ოქტომბრით დაგვიანონსეს, თუმცა ახლა განათლების სამინისტრო და შესაბამისი სამსახური არც შემოტანის დაგვიანების შესახებ აკეთებს კონკრეტულ განმარტებას და არც ფორმების რეალიზაციის დაწყების თარიღი იცის.
19 ოქტომბერს, განათლების სამინისტროს “შპს საგანმანათლებლო რესურსებში” EDU.ARIS.GE-ს უპასუხეს, რომ ფორმების შეძენის პროცესი „ნოემბრიდან აუცილებლად დაიწყება“, მოსწავლეების მშობლებს კი ურჩევენ, რომ თვალი ადევნონ მათ სოციალურ ქსელს, სადაც შესაბამისი ინფორმაცია და დეტალები უნდა გამოქვეყნდეს.
2026 წლის 7 აგვისტოს განათლების სამინისტროს შპს “საგანმანათლებლო რესურსები” აცხადებდა, რომ: “სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად განხორციელდებოდა: I ეტაპი (პირველკლასელები) – 25 აგვისტო; II ეტაპი – 15 ოქტომბერი; III ეტაპი – 30 ნოემბერი.
რაც შეეხება რეალიზაციას, განრიგი ასე იყო დაგეგმილი: პირველ ეტაპზე სასკოლო ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდებოდა. ხოლო, მეორე და მესამე ეტაპებზე ფორმების რეალიზაცია II–VI კლასების მოსწავლეებისთვის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით უნდა გაგრძელებულიყო.
ასევე იხილეთ:
დადგინდა, რა ფერის და როგორი სამოსი უნდა ეცვას მოსწავლეს სასკოლო ფორმის პიჯაკის ქვეშ
-
„საქართველოში, კითხვაში მაღალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა კატეგორიაში თითქმის არავინ იმყოფება“ – რა იციან და რა შეუძლიათ ჩვენს მოსწავლეებს (PISA 2025)
by ARIS.GE-განათლება
-
სკოლების გაჭიანურებული მშენებლობების ფონზე, პირველ ეტაპზე 10 მოდულური სკოლა მოეწყობა – მინისტრის განმარტება
by ARIS.GE-განათლება
-
სქემის მთავარი პრობლემა ვაკანტური ადგილები – „არ მინდა სისტემა, სადაც პროფესიული განვითარება ერთმანეთის ხელის შეშლას გვასწავლის“
by ARIS.GE-განათლება
