სასწავლო პროცესის აღდგენა ისევ გადაიდო – მთავრობამ პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების თხოვნით მიმართა
დღეს საქართველოს მთავრობამ ქვეყნის პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივების წინადადებით მიმართა. განცხადება პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„ფართოვდება კლასტერები და სულ უფრო მძიმდება წყაროს დადგენა. ანალიზის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემდეგი 2-3 კვირის განმავლობაში ვიქნებით ვირუსის გავრცელების პიკურ ფაზაში. დღეს საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება და საქართველოს მთავრობამ გაუგზავნა ოფიციალური მიმართვა პრეზიდენტს, საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების თაობაზე. პრეზიდენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ ბრძანების გამოცხადებისთანავე გადაწყვეტილება იქნება ძალაში, რომელსაც შემდგომში პარლამენტი მიიღებს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, სასწავლო, საგაკვეთილო და სალექციო პროცესის განახლება ისევ ვერ მოხერხდება.
რა გეგმა აქვს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროცესის უმტკივნეულოდ გაგრძელებისა და წლის დახურვის კუთხით უცნობია. სკოლებთან მიმართებაში მინისტრის მოადგილე აცხადებდა, რომ თუ სწავლა მაისის პირველ ნახევარში განახლდებოდა წელს უპრობლემოდ დაასრულებდნენ, ასევე, ითქვა, რომ თუ სწავლა ვერ დაიწყებოდა, მოსწავლეებს შეფასების მექანიზმს შესთავაზებდნენ.
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია, ვისი ავტორობით დაიწერა და რა წერია ახალ სასკოლო წიგნებში – ელექტრონული ვერსიები კლასების მიხედვით (I ნაწილი)
by ARIS.GE-განათლება