„თუ სწავლა ვერ დავიწყეთ, მოსწავლეებს შეფასების ალტერნატიულ გზას შევთავაზებთ“ – მინისტრის მოადგილე
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მაისში სწავლა ვერ განახლდება, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეფასების ალტერნატიულ გზას შესთავაზებენ და 2019-2020 სასწავლო წელს აუცილებლად დაასრულებენ.
„ეს სემესტრი ნამდვილად შედგება, ჩვენ დავასრულებთ 2019-2020 სასწავლო წელს და ჩვენ მოსწავლეებს და მასწავლებლებს ასევე შევთავაზებთ ალტერნატიული შეფასების გზას, რომელსაც მოგვიანებით დავაანონსებთ. შესაბამისად, ჩვენ 15 ივნისს დავასრულებთ სასწავლო წელს ისე, რომ მოსწავლეები გადავლენ მომდევნო კლასში. ჩვენ ვიმუშავეთ ყველა ტიპის სცენარზე, ასევე მზად არის სამინისტრო, რომ თუ ყველაფერი კარგად იქნა და სასწავლო პროცესი თუნდაც მაისის პირველ რიცხვებში დავიწყეთ, საკლასო ოთახებში დაბრუნების შემთხვევაშიც შეგვიძლია დავასრულოთ სასწავლო წელი გარკვეული რეკომენდაციების საფუძველზე. თუ ეს ვერ მოხერხდება, ამაზე უკვე ვისაუბრეთ, რომ ჩვენ გარკვეულ ალტერნატივებს შევთავაზებთ ჩვენს მოსწავლეებს და მასწავლებლებს და ამ სასწავლო წელს დავასრულებთ შესაბამისად“, – ამბობს ეკატერინე დგებუაძე.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
თბილსისი საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწყება – ვადები და პროცედურა
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლებში ეროვნული შეფასებების დანერგვის მიზნით, 12 საგანში დავალებები შეიქმნა“ – პრემიერ-მინისტრი ზოგად განათლებაზე
by ARIS.GE-განათლება
-
გამოქვეყნდა მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დრო 2026 წლის ზაფხულის გამოცდების ყველა მონაწილისთვის
by ARIS.GE-განათლება