„საუნივერსიტეტო ქალაქში სწავლამ და არსებულმა სინამდვილემ ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა“ – KIU-ს სტუდენტი
ლაშა კვატაშიძე KIU-ს კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრიატის პროგრამის სტუდენტია. იგი ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია. ლაშა STEM მიმართულებებისადმი ინტერესს პატარა ასკიდანვე იჩენდა. მოგვიანებით იგი ინფორმატიკითა და მათემატიკური მეცნიერებებით დაინტერესდა და არაერთ პროექტშიც ჩაერთო. მის აკადემიურ წარმატებაზე მეტყველებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ოლიმპიადის ჩემპიონობა. იგი წელს @INTERNATIONAL ZHAUTYKOV OLYMPIAD-ის გამარჯვებული გახდა და ალმაატაში გამართულ ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი და საპრიზო ადგილი მოიპოვა. ლაშა ასევე, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის (ინფორმატიკა-მათემატიკა) მრავალგზის პრიზიორი და კინგს კვადრატის (მათემატიკა) პირველადგილოსანია.
მან სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლესი განათლების მიღება ისეთ უნივერსიტეტში გადაწყვიტა, სადაც საკუთარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოავლენდა. მიუხედავად უნივერსიტეტის მიერ დაწესებული მაღალი ბარიერისა ახალგაზრდამ არჩევანი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე (KIU) გააკეთა. როგორც თავად ამბობს, უნივერსიტეტის არჩევისას მასზე გავლენა KIU-ს პროგრამებმა, პროფესორებმა და იმ სრულიად ახალმა შესაძლებლობებმა მოახდინეს, რომლებსაც უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს.
“ჩემთვის განსაკუთრებით მიმზიდველი იყო KIU-ს მჭიდრო თანამშრომლობა მიუნხენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან. KIU-ში ჩაბარების შემდეგ საუნივერსიტეტო ქალაქში სწავლამ და არსებულმა სინამდვილემ ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა. სწავლების უმაღლესი ხარისხითა და მიდგომებით სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. მართალია, მარტივი არ არის გერმანული საგანმანათლებლო მოდელით უმაღლესი განათლების მიღება და ის ტემპი, რომლითაც პროგრამას გავდივართ, თუმცა ჩემთვის ეს ახალი გამოწვევაა – მივაღწიო კიდევ უფრო დიდ წარმატებას. მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როდესაც სწავლის გაგრძელება საქართველოში გადავწყვიტე და იმ გამორჩეულ სტუდენტებს შორის მოხვდი, რომლებიც წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები გახდნენ”, – აღნიშნა ლაშა კვატაშიძემ.
KIU – ადგილი, სადაც ცოდნა ქმნის მომავალს
- მომავლის პროფესიებში სპეციალისტების მომზადება: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების ტრენინგპროგრამებზე მიღება დაიწყო by ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი (FIM)” – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ევროპაში წარმატებულ სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების მიღებას იწყებს by ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- საქართველოს ნაკრებმა ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირში ვერცხლის მედალი მოიპოვა by ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი