შეძლებენ თუ არა დამამთავრებელი კურსის სტუდენტები მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრაციას კვლავ უცნობია
შეძლებენ თუ არა დამამთავრებელი კურსის სტუდენტები მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებას კვლავ უცნობია.
როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, კანონში ასეთი ცვლილების შეტანის შესახებ ნამდვილად ითქვა, თუმცა სამინისტროს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.
მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელი კი ჯერ კიდევ ნოემბერში, EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში ამბობდა, რომ რეგისტრაციისას შეზღუდვა აღარ ექნებოდათ იმ პირებს, რომელთაც ისწავლეს ბაკალავრიატზე, ჯერ დიპლომი არ აქვთ, თუმცა სურთ მასწავლებლობა:
“მეორე სიახლე კი ისაა, რომ სტუდენტებს, რომლებიც განათლების ფაკულტეტზე სწავლობდნენ და ვიდრე დიპლომს ვერ აიღებდნენ, სასერტიფიკატო გამოცდაზე ვერ გადიოდნენ, ასე აღარ იქნება. მათ ექნებათ შესაძლებლობა, დიპლომის აღებამდე, იმავე წელს, როგორც კი დაამთავრებენ უმაღლეს სასწავლებელს, გავიდნენ სასერტიფიკატო გამოცდაზე, დიპლომი კი სექტემბერში, სწავლის დაწყებამდე წარმოადგინონ. რატომ დავაკარგინოთ ამ ახალგაზრდებს ერთი წელი? დამთავრებული აქვს და უნდა იმუშაოს. გვინდა, ჩვენ პროფესიაში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა და მეტი მამაკაცი მოვიდეს, რომ ასაკისა და სქესის ბალანსიც დაცული იყოს. სამწუხაროდ, ახალგაზრდა კადრების სიმცირეს განვიცდით, რადგან მასწავლებელთა საშუალო ასაკი 52 წელია”, – ამბობდა ბერიკა შუკაკიძე.
როგორც განათლების სამინისტროში განგვიცხადეს, სასურველია მსურველები დაელოდონ რეგისტრაციის გამოცხადებას და ამის შემდეგ კიდევ ერთხელ დააზუსტონ შესაბამის უწყებაში აქვთ თუ არა უფლება გამოცდებში მონაწილეობა მიიღონ.
ცნობისთვის, 2019 წლის მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია ჯერ კიდევ არ გამოცხადებულა და ცნობილია, რომ ის მოკლევადიანი იქნება.
გზა მასწავლებლობამდე – როგორ შეიძლება მასწავლებლად მუშაობის დაწყება
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება