მასწავლებელთა 2019 წლის გამოცდებზე რეგისტრაცია მოკლევადიანი იქნება
2019 წელს დაგეგმილი მასწავლებელთა სასერტიფიკატო საგნის გამოცდებზე რეგისტრაცია უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
როგორც EDU.ARIS.GE-სთვის გახდა ცნობილი, რეგისტრაცია გასულ წლებთან შედარებით მოკლევადიანი იქნება და 20 მაისამდე გასტანს.
როგორც ცნობილია, განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებები მასწავლებლებსაც შეეხება, მათ შორის სამომავლოდ გამოცდების კუთხითაც. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს:
მასწავლებლის სქემის განახლებული ვარიანტის პრეზენტაცია პირველ თებერვალს იგეგმება
თუმცა, ამ დრომდე ველოდით მასწავლებლის სქემის სახეცვლილ დოკუმენტსაც, რომელსაც მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელის თქმით, სახელიც შეეცვალა. იყო დაპირება, რომ ახალ დოკუმენტს საზოგადოებას და მედიას თებერვლის თვეში გააცნობდნენ, თუმცა ჯერ არც ეს განხორციელებულა, მსჯელობა მხოლოდ სკოლების დირექტორებთან გაიმართა. კონკრეტულ ცვლილებებსა და თარიღებზე აქამდე ცნობილი არაფერია.
როგორც მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე ჩვენთან საუბარში ამბობდა, აპრილის თვეში მასწავლებლის სქემაში დაგეგმილი ცვლილებების პაკეტის განხილვები და ხედვების გაცვლა მიმდინარეობდა დარგის სპეციალისტებთან. პრეზენტაციას ახლა უკვე მაისის ბოლოსთვის გვპირდებიან.
ფინანსთა მინისტრის ბოლო ინფორმაციით:
2019 წლის ბიუჯეტში მასწავლებელთა ხელფასების ზრდა გათვალისწინებული არ არის – „ვმუშაობთ ცვლილებაზე“
განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი კი პარლამენტში გამოსვლისას ამბობდა:
მინისტრი: მასწავლებელთა ხელფასების ზრდა 2019 წლის სექტემბრიდან მოხდება, მაისში წარმოვადგენთ გეგმას
მინისტრი: მასწავლებელთა ახალი სახელფასო პოლიტიკის განხორციელება 2019 წლის შემოდგომიდან დაიწყება
-
ვის ექნება დიპლომატიის აკადემიაში სწავლების შესაძლებლობა – საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტება კადრებზე
by ARIS.GE-განათლება
-
„სტუდენტი, რომელიც ერთი უცხო ენით ჩააბარებს დიპლომატიის აკადემიაში, სამი წლის თავზე მეორე სამუშაო უცხო ენა ეცოდინება“
by ARIS.GE-განათლება
-
რა თანხა დაიხარჯება 2026 წელს სახელმწიფო უმაღლესებში ჩარიცხული 21 600-მდე სტუდენტის უფასოდ სწავლისთვის? – განათლების მინისტრის განმარტება
by ARIS.GE-განათლება