GE

შიდა ქართლში 4 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებას დაუბრუნდა

შიდა ქართლში კიდევ 4 საჯარი სკოლა დაიხურა, სამი გორის მუნიციპალიტეტში, ერთი კი ქარელში. სასწავლო პროცესი გორში დისტანციურ რეჟიმში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების გამო გადადის. გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გორის მეცხრე, ტყვიავისა და კარბის საჯარო სკოლებში სწავლა 2 კვირით შეწყდება. ამავე ქალაქში უკვე დაკეტილია მე-3 საჯარო სკოლა, სადაც სასწავლო პროცესი 26 ოქტომბრიდან განახლდება.

კორონავირუსმა შეაღწია ქარელის პირველი საჯარო სკოლაში. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის რესურსცენტრი ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებული მდგომარეობა არ იძლევა შიშისა და პანიკის საფუძველს.

,,იმის მიუხედავად, რომ კოვიდინფექციამ ჩვენი მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო სისტემაშიც შემოაღწია (გვყავს პირველი ინფიცირებული მოსწავლე), მდგომარეობა არ იძლევა შიშისა და პანიკის საფუძველს. მოგიწოდებთ ყველას – მშობლებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, ზედმიწევნით დაიცვათ დადგენილი რეგულაციები, რათა ხელი არ შეეშალოს საგანმანათლებლო პროცესს და ჩვენმა საყვარელმა მოსწავლეებმა შეუფერხებლად შეძლონ ნორმალურ სასკოლო გარემოში განათლების მიღება. სიმშვიდესა და ჯანმრთელობა გისურვებთ”, – ნათქვამია ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრის განცხადებაში.

შიდა ქართლში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 15 შემთხვევა გამოვლინდა. მათი უმრავლესობა ძირითადად გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებზე მოდის. ნაწილის ინფიცირების წყარო ცნობილია, ნაწილზე კი მიმდინარეობს ეპიდკვლევა, მათ თბილისში მოგზაურობის ისტორია აქვთ. რეგიონში ამჟამად ჯამში 208 კოვიდინფიცირებულია, მათ შორის 98 პაციენტი ბინაზე მკურნალობს. თვითიზოლაციაში იმყოფება 913 პირი.

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური