GE

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის კონკურსს აცხადებს

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის კონკურსს.

კონკურსის მიზანი

ქართველოლოგიის პოპულარიზაცია და საზღვარგარეთ მოღვაწე უცხოეთის მოქალაქე მეცნიერთა წახალისება ქართველოლოგიის დარგში მნიშვნელოვანი მიღწევებისათვის.

საკონკურსო განაცხადის ტიპი – ინდივიდუალური

კონკურსის ძირითადი პირობები

  • კონკურსი ითვალისწინებს ერთჯერადი პრემიით მეცნიერის დაჯილდოებას. ფონდის მიერ დაწესებული პრემია გაიცემა ქართველოლოგიის მიმართულებით, რომელიც მოიცავს ჰუმანიტარული მიმართულების კვლევებს საქართველოს შესახებ: ენებს/ენათმეცნიერებას, ლიტერატურათმცოდნეობას, ისტორიას, არქეოლოგიას, ეთნოგრაფიას/ეთნოლოგიას, კულტურის კვლევებს, ხელოვნებას;
  • პრემიის ოდენობა – 8000 ლარი;
  • კონკურსის ფარგლებში გაიცემა ერთი პრემია.

პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობა შეუძლია:

ა) ქართველოლოგიის მიმართულებით საზღვარგარეთ მოღვაწე, უცხოეთის მოქალაქეს, რომელსაც დაკავებული აქვს აკადემიური თანამდებობა და ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ბ) ქართველოლოგიის მიმართულებით საზღვარგარეთ მოღვაწე, უცხოეთის მოქალაქეს, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც ეწევა სამეცნიერო საქმიანობას შესაბამის სამეცნიერო დაწესებულებაში.

კონკურსზე რეგისტრაციის წესი

  • კონკურში რეგისტრაცია ხორციელდება ორ ეტაპად ელექტრონულ ბაზაში.
  • პირველი ეტაპი – 2020 წლის 09 მარტის 10:00 საათიდან – 15 მარტის 24:00 საათამდე (თბილისის დროით) – იტვირთება მოთხოვნილი დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების გარდა; ელექტრონული რეგისტრაცია დასტურდება Submit-ის საშუალებით; გენერირდება განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
  • მეორე ეტაპი – ელექტრონული რეგისტრაციის (Submit) შემდეგ 2020 წლის 16 მარტის 18:00 საათამდე (თბილისის დროით) – იტვირთება განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, ქართულ ენაზე, დადასტურებული განმცხადებლის ხელმოწერით; ელექტრონული რეგისტრაცია მეორედაც დასტურდება Submit-ის საშუალებით;

კონკურსზე რეგისტრირებული საკონკურსო განაცხადების კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:

კოორდინატორი:
ქეთევან გორგაძე
kgorgadze@rustaveli.org.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური