შოთა რუსთაველის ფონდი უნივერსიტეტებს სამეცნიერო კვლევებისთვის მხოლოდ 3 მილიონი ლარით დააფინანსებს
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ უნივერსიტეტებისთვის სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლებისთვის გამოცხადებული კონკურსი, რომლის ბიუჯეტიც 3 მილიონი ლარია, დასრულდა. სულ დაფინანსდება 44 პროექტი, რომელთაგან 14 პროექტისთვის თავდაპირველად მოთხოვნილი თანხა დაკორექტირდა.
შესაბამისი ინფორმაცია ფონდის ვებ-გვერდზე 30 აგვისტოს გამოქვეყნდა.
„საკონკურსო კომისიამ განიხილა და შეაფასა კონკურსის ფარგლებში შემოსული 64 პროექტი, რომელთათვისაც ფონდიდან მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 4,791,232.97 ლარი. საკონკურსო ბიუჯეტის გათვალისწინებით კომისიამ დასაფინანსებლად შეარჩია 44 პროექტი. აქედან 14 პროექტისათვის მოხდა ბიუჯეტის კორექტირება კომისიის რეკომენდაციისა და პროექტის ავტორის თანხმობის საფუძველზე“, – ვკითხულობთ რუსთაველის ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სსიპ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის კონკურსში გამარჯვებული პროექტები და მათთვის გამოყოფილი თანხები:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში დაფინანსებული პროექტები:
რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი – 190,000,00;
ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი – 138,700,00;
მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი – 141,680,00;
ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი – 136,800,00;
ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი, ორი პროექტი -68,425,00; 18,081,00;
ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი, ორი პროექტი – 12, 000,00; 25,000,00;
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა – 93,447,00;
პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი – 98,500,00;
ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი – 44,000,00;
ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი – 15,000,00;
მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი -12,820,00;
შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, ორი პროექტი – 4,600,00; 10,000,00;
არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი – 13,500,00;
პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი – 10,800,00;
ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი – 9,400,00;
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დაფინანსებული პროექტები:
ვლადიმერ ბახუტაშვილის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი – 276,000,00;
იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი – 74,582,00;
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაფინანსებული პროექტები:
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი 338,000,00;
ზოოლოგიის ინსტიტუტი – 142,025,00;
დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი -3,500,00;
დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი – 14,834,00;
პოლიტოლოგიის ინსტიტუტი, ორი პროექტი – 15,000, 00; 9,560,00;
ბოტანიკის ინსტიტუტი – 15,000,01;
სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი – 9,871,56.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაფინანსებული პროექტები:
ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი, ორი პროექტი – 68,000,00; 74,104,00;
კვანტური ფიზიკის და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი – 96,425,00;
წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი – 127,900,00;
მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი – 123,500,00;
მემბრანული ტექნოლოგიების საინჟინრო ინსტიტუტი – 123,500,00;
ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი – 138, 296,00;
სენსორული ელექტრონიკისა და მასალათმცოდნეობის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრი – 88,000,00;
ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტი – 70,000,00;
კვების მრეწველობის ინსტიტუტი – 52,980,00;
ბიოტექნოლოგიის ცენტრი – 14,100,00;
ინსტიტუტი „ტალღა“ – 46,200,00;
ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტი – 14,900,00;
ინსტიტუტი „ტექინფორმი“ – 6,000,00;
არჩილ ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტი – 9,800,00;
საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი – 14,900,00.
გამარჯვებული პროექტების ავტორებთან შესაბამისი ხელშეკრულებები 2021 წლის 25 სექტემბრამდე უნდა გაფორმდეს.
- მეცნიერების შესახებ ინტერნეტარხი „მეცნიერების სამყარო“ შეიქმნება by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორად ჯაბა სამუშია დაინიშნა by ARIS.GE-განათლება
- შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის კონკურსს აცხადებს by შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი