სკოლებში 2017–18 სასწავლო წელსაც ძველი სახელმძღვანელოებით ისწავლიან – „მე და საზოგადოების“ სწავლება გადაიდო
საგანი “მე და საზოგადოება” და ასევე ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები, 2017–2018 სასწავლო წელს სკოლაში აღარ გამოჩნდება.
როგორც დღეს ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განმარტა, მან მიიღო რეკომენდაცია გამომცემლებისგან, რომ იმ დროში, რაც დარჩენილია, ხარისხიანი სახელმძღვანელოების მომზადება ვერ მოესწრება.
მინისტრის განმარტებით, განათლების სამინისტრო სახელმძღვანელოების გრიფირებას ერთ კვირაში გამოაცხადებს. შეირჩევა სახელმძღვანელოები, თუმცა მასობრივად არ დაიბეჭდება. ამასთან, გრიფირების წესში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც მოწონებული სახელმძღვანელო დამატებით ერთწლიან დაკვირვებას გაივლის.
“ერთ კვირაში სამინისტრო გამოაცხადებს 1-6 კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესს. უნდა გავიაროთ გრიფირება. წესში არის სიახლე, რომ გამომცემელი იღებს ვალდებულებას, ერთი წლის მანძილზე შეიტანოს ცვლილება უკვე გრიფირებულ სახელმძღვანელოში, რაც იქნება შეთავაზებული არასამთავრობოების, პედაგოგებისა თუ სამინისტროს მიერ. ანუ, ეს სახელმძღვანელოები იქნება სამუშაო ვერსია და ერთი წელი ექნებათ გამომცემლებს, რომ “ფიდბექის” საფუძველზე განაახლონ. ერთ–ერთ ვერსიად ისიც გვაქვს, რომ დავბეჭდოთ პატარა ტირაჟით, გადავცეთ პედაგოგებს და მივიღოთ შენიშვნები.
“არის კიდევ ერთი სიახლე გრიფირების პროცესში, რომ თუ აქამდე იყო 6–წლიანი ინტერვალი, ახლა გრიფირება ყოველწლიურად გამოცხადდება. ეს გაზრდის ბეჭდვის ხარჯებს, მაგრამ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ძველ გამოცდილებაზე, მარაგებით ბეჭდვა ისედაც პრობლემაა, რადგან მეცნიერება და ტექნოლოგიური სიახლეები დიდი სისწრაფით იცვლება.
“გრიფირებულ სახელმძღვანელოს გრიფი მიენიჭება 6 წლით, მაგრამ ყოველწლიურად გრიფირება იმ გამომცემლობებისთვის გამოცხადდება, რომლებმაც კონკურსში ვერ გაიმარჯვეს. ისინი შემოიტანენ უკეთეს და უკეთეს წიგნებს, რაც გაზრდის კონკურენციას”,– განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხება საგნს “მე და საზოგადოება”, ჯეჯელავას განმარტებით, 2017-18 წლებში იქნება მხოლოდ სამუშაო ვერსია და არა სახელმძღვანელო მოსწავლეებისთვის. სამინისტრო მიიღებს შენიშვნებს, გაითვალისწინებს რეკომენდაციებს და ამის შემდეგ, მომდევნო, 2018–2019 სასწავლო წელს საგანი სკოლაში შევა ისევე, როგორც ახალი გრიფირებული წიგნები.
ვინ ასწავლის სკოლაში საგანს „მე და საზოგადოება“ და როდის გამოცხადდება სახელმძღვანელოების გრიფირება
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება