ვინ ასწავლის სკოლაში საგანს „მე და საზოგადოება“ და როდის გამოცხადდება სახელმძღვანელოების გრიფირება
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურის განცხადებით, საგანს „მე და საზოგადოება“ ახალი სასწავლო წლიდან დაწყებითი კლასების მასწავლებლები ასწავლიან.
ამის შესახებ მან EDU.ARIS.GE-ს განუცხადა. როგორც ცნობილია, საგანის „მე და საზოგადოება“ სტანდარტი და პროგრამა დაწყებითი კლასებისთვის ეროვნულ სასწავლო გეგმაში უკვე აისახა.
„ეს საგანი არის ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილი, ის არის დაწყებითი საფეხურის მესამე, მეოთხე კლასების საგანი და შესაბამისად, მისი სწავლების უფლება ექნებათ სწორედ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს. ასევე, სამოქალაქო განათლების პედაგოგს, მაგრამ თითოეულ მასწავლებელს ყოველი ახალი საგნის სწავლების შესაბამისი მომზადება და გადამზადება დასჭირდება და ეს პროცესებიც დაგეგმილია“,– განაცხადა გიგაურმა.
მისივე განმარტებით, „მე და საზოგადოება“ სახელმძღვანელო წიგნი ჯერ ვერ იქნება მზად, ვინაიდან ამ ეტაპზე, ეროვნული სასწავლო გეგმის შემადგენელი – გრიფირება უნდა გამოცხადდეს.
რაც შეეხება სკოლებში საგნის სწავლების დაწყებას, ეს შესაძლებელი იქნება, როცა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა დაიწყება.
„ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის თარიღი მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება. ჩვენი დღევანდელი გადმოსახედიდან ისე ვგეგმავთ, რომ აღნიშნული საგნის სწავლება მომდევნო სასწავლო წლიდან დაიწყოს (2017 –2018 სასწავლო წელი)“,– აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
EDU.ARIS.GE-ს კითხვას, როდის გამოცხადდება სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირება, გიგაურმა ასე უპასუხა:
„ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტი თარიღი ვთქვათ იმიტომ, რომ მოსამზადებელი სამუშაო პროცესი გრძელდება, დამუშავდა ტექნიკური და იურიდიული საკითხები, ახლა ჩვენ უკვე სახელმძღვანელოს შინაარსის და მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის საკითხების დამუშავებაზე ვართ ორიენტირებული, რათა შედეგი და პროდუქტი საუკეთესო იყოს, ყველა ნიუანსი შეჯერებული იყოს და აბსოლუტური თანხმობა იყოს სამინისტროს, ავტორებს, გამომცემლებსა და სახელმწიფოს შორის. შესაბამისად, რადგან პროცესი წავიდა ბოლოსკენ, ველოდებით, რომ ის ერთ–ორ კვირაში დასრულდება.
2017 წლის სექტემბრიდან პირველი-მეექვსე კლასების ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება
ქეთი არის© გიგოლაშვილი
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება