სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდაზე 2 244 აპლიკანტი დარეგისტრირდა – ახალი დეტალები სერტიფიცირების შესახებ
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სასერტიფიკატო გამოცდისთვის რეგისტრაცია დასრულდა. ასევე ცოტა ხნის წინ მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა ახალი სტანდარტი, რომელსაც სკოლის დირექტორობის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს.
დღემდე უცნობი იყო გამოცდის პრინციპი და პროცედურა, ასევე იმ დირექტორთა რაოდენობაც, ვინც ამჟამად მოვალეობის შემსრულებლები არიან.
EDU.ARIS.GE საკითხთან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალის გარკვევას შეეცადა.
განათლების სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირებაზე რეგისტრაცია 2 244 აპლიკანტმა გაიარა. მათი რაოდენობა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 177;
კახეთი -85;
ქვემო ქართლი -205;
მცხეთა-მთიანეთი- 25;
შიდა ქართლი -127;
სამცხე-ჯავახეთი- 170;
იმერეთი -363;
გურია -79;
რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი – 19;
თბილისი -782;
აჭარა -215.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ 2011 წლის ბრძანებაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც სერტიფიცირების ეტაპი შედგება ორი ნაწილისაგან, პირველი ნაწილი მოიცავს ტესტირებას. ტესტირება ტარდება ელექტრონულად, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სათანადოდ შემუშავებული კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით. მეორე ნაწილი მოიცავს გასაუბრებას მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ კომისიასთან.
რაც შეეხება ტესტირების ჩატარების თარიღს, ადგილს, დროს და ხანგრძლივობას, ამას მინისტრი შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრავს. ტესტირების შედეგები კი, აპლიკანტს გამოცდის დასრულებისთანავე ეცოდინება. ტესტირების ჩატარებას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს.
EDU.ARIS.GE-ს მიერ მოპოვებულიინფორმაციით, დღეის მდგომარეობით საქართველოს 2083 საჯარო სკოლიდან დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი 1022 სკოლას ჰყავს. მოვალეობის შემსრულებლებს გამოცდის ჩაბარების ვალდებულება აქვთ.
აუცილებელი ინფორმაცია სკოლის დირექტორობის მსურველთათვის:
სავალდებულო და დამხმარე ლიტერატურა სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების გამოცდისთვის
რომელი კანონები უნდა იცოდეს სკოლის დირექტორობის მსურველმა სერტიფიცირების გამოცდისთვის
საგამოცდო პროგრამა საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირებისთვის დამტკიცდა
შეეხებათ თუ არა სერტიფიცირება მოქმედ სკოლის დირექტორებს და მოვალეობის შემსრულებლებს
საჯარო სკოლის დირექტორთა ახალი სტანდარტი დამტკიცდა – დოკუმენტი
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება