GE

სოციალურად დაუცველი აბიტურიენტები საბაუნიში ერთი წელი უფასოდ ისწავლიან

პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისისა და სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ყველა სტუდენტი, რომელიც სოციალურად 150 000 ქულამდეა, მიიღებს სახელმწიფოს მხრიდან ერთი სემესტრის, 2020-2021 წლის ერთი სემესტრის სრულ დაფინანსებას.

სახელმწიფოს სოციალური პროექტების პარალელურად, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა, უკვე რამდენიმე თვეა, რაც უფასო სწავლა დაანონსა და ყველა აბიტურიენტს, ვინც პირველი და მეორე არჩევანით ჩაირიცხება საბაუნიში შემოდგომის სემესტრში სწავლის საფასურს სრულიად დაუფინანსებს. შესაბამისად, ყველა სტუდენტი, რომელიც სოციალურად 150 000 ქულამდეა და პირველი ან მეორე არჩევანით ჩაირიცხება საბაუნიში, 2020-2021 სასწავლო წელს სრულიად უფასოდ ისწავლის!

აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა სტუდენტს 150 000 სოციალურ ქულამდე, რომელთაც შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, სახელმწიფოსგან 2020-2021 წლის სწავლის საფასური სრულად დაუფინანსდებათ.

აღსანიშნავია, ისიც რომ საბაუნის სოციაური პაკეტი მხოლოდ აბიტურიენტებზე არ ვრცელდება და მობილობით გადმოსულ ყველა სტუდენტს 2020-2021 სასწავლო წელს, სწავლის საფასური უნახევრდებათ, ხოლო გადახდას ინდივიდუალური გრაფიკით შეძლებენ. საბაუნი პანდემიის პირველივე დღეებიდან ცდილობს მხარში დაუდგეს სტუდენტებს და მათ ოჯახებს, რათა განათლება ყველასთვის მეტად ხელმისაწვდომი გახადოს, ამ რთული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, შეიძლება ითქვას ერთადერთი უნივერსიტეტია, რომელიც კორონა პანდემიის გამოწვევებს ყველაზე მზად დახვდა და ყველა პირობა შეუქმნა სტუდენტებს, რომ ის ეკონომიკური ფონი რაც ქვეყანაშია, მაქსიმალურად შეემსუბუქებინა.

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური