GE

„სპეცმასწავლებლის ხელფასი სექტემბრიდან პედაგოგის სტატუსის მქონეთა ხელფასს გაუტოლდება“

განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სექტემბრიდან სპეციალურ მასწავლებლებს მიენიჭებათ მასწავლებლის სტატუსი და მათი ხელფასი პედაგოგის სტატუსის მქონე პირის ხელფასის ოდენობას გაუტოლდება.

ამის შესახებ მიხეილ ჩხენკელმა EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ რეგულაციის კანონის ჩარჩოში მოქცევა სექტემბრამდე, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე მოხდება.

„სპეცმასწავლებლებს მიენიჭებათ მასწავლებლის სტატუსი. რიგგარეშე სესია იქნება, სადაც განიხილება ეს კანონი და მთავარია, რომ სექტემბრამდე კანონი უკვე ძალაში იქნება და სექტემბრიდან მათ უკვე მასწავლებლის სტატუსი ექნებათ. ისინი მასწავლებლის სქემაში ჩაჯდებიან როგორც მასწავლებლის სტატუსის მქონე პირები. ხელფასსაც ამ სტატუსით მიიღებენ.

„მათთვის ხელფასი ბიუჯეტში არის გაწერილი რასაკვირველია. ახლა, რადგან სპეცპედაგოგებს არ ჰქონდათ მასწავლებლის სტატუსი, მათ ჰქონდათ უფრო დაბალი ხელფასი და ხელფასის ზრდა ერთადერთი არაა, რა სიკეთესაც ეს სტატუსი მოიტანს, ეს პრესტიჟის საკითხიცაა. ჩაჯდებიან სქემაში და ექნებათ ისეთივე ხელფასი, როგორიც აქვთ მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგებს“,- აღნიშნა ჩხენკელმა.

გარდა ამისა, როგორც განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილი განმარტავს, ამ სტატუსის მქონე პედაგოგებს სპეციალური მომზადების გავლა 2021 წლის 1-ლ იანვრამდე შეეძლებათ.

როგორც ცნობილია სპეცმასწავლებლები მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას უკვე დიდი ხანია ელიან და ითხოვენ. მათი სარგო 200 ლარს არ აღემატება.

„კანონი აღიარებს ადამიანს სპეციალურ მასწავლებლად, მაგრამ სისტემა არ ცნობს მას!“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური