სტიპენდიები, უნივერსიტეტები, გაცვლითი პროგრამები – რა დაგხვდებათ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე
სტიპენდიები, ადგილობრივი და უცხოური უნივერსიტეტები, გაცვლითი პროგრამები – უმაღლესი და პროფესიული განათლების მიღების მსურველებს ყველა საჭირო ინფორმაცია განათლების საერთაშორისო გამოფენაზე დახვდებათ.
უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-10 საერთაშორისო გამოფენა 28-29 თებერვალს გამოფენების ცენტრ ექსპოჯორჯიაში გაიმართება.
„საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იქნება სასწავლო დაწესებულებების სტენდები 10-ზე მეტი ქვეყნიდან. ადგილზე მოსულ დამთვალიერებელს – მაღალი კლასის მოსწავლეებს, აბიტურიენტებს, მაგისტრატურასა და დოქტურანტურაზე სწავლის გაგრძელების მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ უშუალოდ გაეცნონ უნივერსიტეტებისა და კოლეჯების პროგრამებს. სწავლის გაგრძელების მსურველებს გამოფენაზე შეეძლებათ შეაფასონ, აირჩიონ სასურველი სასწავლო დაწესებულება და დაგეგმონ მომავალი სასწავლო პროცესები“ – ამბობს პროექტის მენეჯერი.
ორგანიზატორის თქმით, განათლების საერთაშორისო გამოფენა საუკეთესო ადგილია მათთვის, ვისაც უცხოეთში სურს სწავლის გაგრძელება, რადგან დამთვალიერებელს ეძლევა საშუალება მიიღოს ინფორმაცია სტიპენდიების მოპოვებასა და უცხოეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობების შესახებ.
გამოფენის პარალელურად არაერთი პარალელური ღონისძიებაა დაგეგმილი. 28 თებერვალს მე-11 პავილიონში Marketer.ge-ს თანაორგანიზებით გაიმართება სემინარები მომავლის პროფესიების შესახებ, ხოლო 29 თებერვალს Fuck up, სადაც სპიკერები პროფესიის არჩევისას დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრებენ.
29 თებერვალს ექსპოჯორჯიას მე-6 პავილიონი UK Bridge-ის განათლების გამოფენას უმასპინძლებს, ხოლო ორივე საგამოფენო დღეს მე-4 და მე-5 პავილიონებში, HR HUB-ის თანაორგანიზებით, სტუდენტური დასაქმების ფორუმი გაიმართება.
(R)
-
„პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას, რათა აღმზრდელების ანაზღაურება ღირსეული იყოს“
by მასმედია
-
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის
by მასმედია
-
2026 წლის მიღების აბიტურიენტებს კახა ბენდუქიძის საქველმოქმედო ცოდნის ფონდი 4 200 000 ლარით დააფინანსებს
by მასმედია
