GE

სტუდენტები ქუთაისში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეღავათების დაწესებას ითხოვენ

ქუთაისში სტუდენტები ტრანსპორტზე შეღავათის დაწესებას ითხოვენ. მათი თქმით, მერიამ უკვე შემოიყვანა მუნიციპალური ტრანსპორტი და შესაძლებელია სტუდენტებს შეღავათი დაუწესონ.

სტუდენტები დღეს მერიასთან შეიკრიბნენ, ხელისუფლებას ერთი წლის გაცემული დაპირება შეახსენეს და თქვეს, რომ მზად არიან აღნიშნულ საკითხზე იმსჯელონ.

მათი თქმით, სტუდენტებს დღეში რამდენჯერმე უწევთ ტრანსპორტით სარგებლობა და მსგავსად სხვა დიდი ქალაქებისა, აუცილებელია შეღავათი არსებობდეს.

წყარო: რუსთავი2

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური