სტუდენტების უსაფრთხოება და დისტანციური სწავლება – BTU სწავლებისას მძლავრ ტექნოლოგიებს აამოქმედებს
ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სწავლების დისტანციურ მოდელზე გადადის. ვებინარები, ონლაინ ქვიზები, ტესტირებები და სხვა მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებები – ქვეყნის მოწინავე უნივერსიტეტი ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის, სწავლების ინოვაციურ მიდგომას ნერგავს.
,,ჩვენთვის უმთავრესია სწავლების უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა და ჩვენი მისიის ერთგულება, რაც გულისხმობს ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სივრცის შექმნას. ჩვენთან, სწავლის პროცესი 16 მარტამდე შეჩერდა. ამ პერიოდში უნივერსიტეტში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები. თუმცა ჩვენი გუნდი მზადაა გარემოებებისთვის, რომელიც შესაძლოა დადგეს 16 მარტის შემდგომ. ვითვალისწინებთ, რომ სტუდენტებისთვის დისკომფორტის შემქმნელია არა მხოლოდ ვირუსის გავრცელების რისკი, არამედ აკადემიური კალენდრის ზაფხულის ცხელ თვეებში გადანაცვლების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, საჭიროების დადგომისთანავე ავამოქმედოთ დისტანციური სწავლების ინოვაციური, ჰიბრიდული პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცისთვის ამ დრომდე უპრეცედენტო გადაწყვეტილებებს. BTU-ში სასწავლო პროცესი არ ჩაიშლება. სტუდენტების უსაფრთხოებას უახლესი, მძლავრი ონლაინ სასწავლო პლატფორმებით ვუზრუნველყოფთ’’, – აცხადებენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.
- BTU-ში აბიტურიენტებისთვის მათემატიკის ოლიმპიადა გაიმართა by ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - BTU
- საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიები – უნიკალური სამაგისტრო პროგრამა რეგიონში by ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - BTU
- DevOps სამაგისტრო პროგრამა BTU-ში რეგიონის მასშტაბით უნიკალურ პროგრამად რჩება by ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - BTU