GE

BTU-ში აბიტურიენტებისთვის მათემატიკის ოლიმპიადა გაიმართა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით მათემატიკის ოლიმპიადა აბიტურიენტებისთვის და მათი მასწავლებლებისთვის ჩატარდა.

ოლიმპიადა ერთ ეტაპად ჩატარდა, რის შედეგადაც გამოვლინდა სამი გამარჯვებული მოსწავლე და მასწავლებელი

I ადგილი: დემეტრე გადაბაძე, მასწავლებელი ელზა ფულაძე;
II ადგილი: საბა ცირეკიძე, მასწავლებელი ლიკა გიგაური;
III ადგილი ავთანდილ თათვიძე, მასწავლებელი დავით ძაგანია.

პროექტის გამარჯვებული აბიტურიენტები და მათი მასწავლებლები დაჯილდოვდნენ:

პირველი ადგილი: 1000 ლარი აბიტურიენტს + 1000 ლარი მათემატიკის მასწავლებელს;
მეორე ადგილი: 700 ლარი აბიტურიენტს + 700 ლარი მათემატიკის მასწავლებელს;
მესამე ადგილი: 500 ლარი აბიტურიენტს + 500 ლარი მათემატიკის მასწავლებელს.

მათემატიკის ოლიმპიადა BTU-ს ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება და მასში მთელი საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ აბიტურიენტს შეუძლია მონაწილეობის მიღება.

ოლიმპიადის გამარჯვებულების გამოვლენის შემდეგ, ჯილდოვდებიან არამხოლოდ გამარჯვებული აბიტურიენტები, არამედ – მათი მასწავლებლებიც, რაც, თავის მხრივ, აძლიერებს ინტერესს მათემატიკის მიმართ და აბიტურიენტებს მათემატიკური უნარ-ჩვევების განვითარების საშუალებას აძლევს.

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური