GE

სწავლების ახალი ციფრული პლატფორმა BTU-სგან: პროფესორისა და სტუდენტის ციფრული ასისტენტი

ინოვაციური, ჰიბრიდული ტექნოლოგიური პლატფორმა, რომელიც სტუდენტის ინდივიდუალურ საჭიროებებს ერგება, ხელს უწყობს ინკლუზიური განათლების პროცესს და არის ჰიპერპერსონალიზირებული.  BTU ასისტენტი სტუდენტისა და ლექტრორის დამხმარე მესამე რგოლია, რომელიც სხვადასხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გაერთიანებით, უკვე მომდევნო სემესტრიდან დაინერგება უნივერსიტეტში. მრავალფეროვანი სასწავლო მოდულები, ქეისები და ამოცანები, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ხმოვანი ასისტენტი, ავატარი, პოდკასტები მსოფლიოს ტექნოლოგიური და ბიზნესტრენდების შესახებ, ხელოვნური ინტელექტი კითხულობს, და სხვა გადაწყვეტილებები ერთ პროგრამულ უზრუნველყოფაში ერთიანდება და სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს აითვისოს მოცულობითი სასწავლო მასალა დროის მცირე მონაკვეთში.

მეწარმეობა, მენეჯმენტი, მარკეტინგი, ციფრული ტექნოლოგიების პრინციპები, ოპერაციების მართვა და სხვა მოდულები, პროგრამაში უკვე ინტეგრირებულია. როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, BTU ასისტენტი აერთიანებს სასწავლო მასალებს, ქეისებს და ამოცანებს, რომელიც შემუშავებულია თავად უნივერსიტეტის პროფესორების მიერ. პლატფორმაში აგრეთვე შეხვდებით მსოფლიოს მოწინავე ბიზნეს გამოცემებისა და ქეისების ნაკრებს.

“ელექტრონული სასწავლო პლატფორმების მზარდი ინდუსტრია მსოფლიოში განათლების სისტემის რევოლუციას ახდენს. პერსონალურ საჭიროებებზე მორგებული, მარტივი, ინტერაქტიული და ინოვაციური პლატფორმა რომელიც ჩვენ შევქმენით, მომდევნო სემესტრიდან გაიხსნება BTU-ს სტუდენტებისთვის და ლექტორებისთვის. ავატარი, ხმოვანი AI აგენტი, პოდკასტები და სხვა მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით სწავლის პროცესი კიდევ უფრო დინამიური და საინტერესო გახდება’’, – განმარტავენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.

BTU ასისტენტი უკვე აერთიანებს მეწარმეობის, ბიზნესის და ტექნოლოგიების მიმართულებით მრავალ მოდულს და ყოველთვიურად იზრდება. პლატფორმის გამოყენება შესაძლებელია როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო მიზნებით, ასევე ტრენინგების ახალი მეთოდით ჩასატარებლად.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური