თბილისის №150 საჯარო სკოლის სამ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა – სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდა
ალექსანდრე ცინცაძის სახელობის ქალაქ თბილისის №150 საჯარო სკოლის სამ თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა, – აღნიშნულ ინფორმაციას სკოლის ადმინისტარცია ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. როგორც სკოლის დირექციის განცახდებაში ვკითხულობთ, სამივე თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და აღნიშნული ფაქტის გამო, სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
“პატივცემულო კოლეგებო, მშობლებო, მოსწავლეებო! თქვენთვის კარგად არის ცნობილი ჩვენს ირგვლივ არსებული რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, რომელიც ყოველდღიურად გვეხება და თავს გვახსენებს. ამ წუთის მონაცემებით, ცნობილია, რომ სკოლის სამ თანამშრომელს დაუდასტურდა COVID-19. სამივე მათგანის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია. აღნიშნული ფაქტის გამო, სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმშია გადასული, ჩვენი კოლეგების სრული შემადგენლობა კი თვითიზოლაციაშია და რჩება სახლში.
ძვირფასო მშობლებო, იმისთვის, რომ დისტანცირების პროცესი არ გახანგრძლივდეს და შევძლოთ სასწავლო პროცესის სკოლაში დროულად განახლება, მოგიწოდებთ, უზრუნველყოთ ბავშვების იზოლირება საზოგადოებისაგან, რათა ისინი არ გადაიქცნენ ინფექციის მიღებისა და გავრცელების წყაროდ.
ვიმედოვნებთ, რომ თითოეული კოლეგა, მოსწავლე და მშობელი, რომელიც დაკავშირებულია სკოლასთან, მაქსიმალური სიზუსტით დაიცავთ უსაფრთხოების წესებს და გამოიჩენთ მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, ჩვენი და ჩვენი გარშემომყოფების ჯანმრთელობისთვის. დიდი მადლობა თანამშრომლობისა და ურთიერთგაგებისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობასა და სიმშვიდეს!”, – აღნიშნულია თბილისის №150 საჯარო სკოლის დირექციის განცხადებაში.
- შენარჩუნდება თუ არა ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დისტანციური დასწრების არჩევის შესაძლებლობა? პასუხი ცნობილია by ARIS.GE-განათლება
- კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, აპლიკანტი გამოცდაზე 7 დღის განმავლობაში ვერ გავა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- რა შემთხვევაში აიცრებიან მეორე ბუსტერდოზით 12-17 წლის ასაკის პირები – მინისტრის ბრძანება by EDUVID-19