თბილისის 162–ე საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა
თბილისის 162-ე საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც სკოლის ერთ–ერთი მოსწავლის მშობელი ამბობს, კლასში ყველა ბავშვი თვითიზოლაციაში გადავიდა, მაგრამ კლასის დამრიგებელი თვითიზოლაციაში არ არის და გაკვეთილებსაც ატარებს. მშობელი ამტკიცებს, რომ იგივე პედაგოგი, რომელსაც სხვა კლასებთანაც აქვს შეხება გაკვეთილზე პირბადის გარეშე იმყოფებოდა და სკოლაში არც დეზინფექცია ჩატარებულა.
“არსებობს საფრთხეები, რომ ამის გამო სხვა ბავშვებსაც გადაედებათ ვირუსი და ვითხოვ, რომ შესაბამისი ღონისძიებები ჩაატარონ სასწრაფოდ და ან სწავლა გადადონ, ან ყველა ბავშვს ჩაუტარდეს ტესტირება ვისთანაც შეხება ჰქონდათ”, – ამბობს მშობელი.
წყარო: მთავარი
-
დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართველი ქალები
by მასმედია
-
განათლების მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
წვევამდელთა სამხედრო სამსახურზე თავის არიდებაში დახმარება 3 000 ლარად – დაკავებულია ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი
by მასმედია