GE

თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა

თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიაში სასწავლო პროცესი ისევ საკლასო ოთახებში განახლდა.

როგორც EDU.ARIS.GE-ს პირველი კლასიკური გიმნაზიის დირექტორმა თამარ კაპანაძემ განუცხადა, 21 ოქტომბერს, სასწავლო პროცესი კვლავ საკლასო ოთახებში განახლდა და შეუფერხებლად მიმდინარეობს.

„21 ოქტომბერს განვაახლეთ სასწავლო პროცესი ისევ საკლასო ოთახებში. გაკვეთილები ჩვეულ რეჟიმში ტარდება, მათ კი, ვინაც დისტანციური სწავლება აირჩია, ონლაინ რეჟიმში უტარდებათ გაკვეთილები”, – განაცხადა თამარ კაპანაძემ.

კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენის გამო, რომელიც ერთ-ერთ მასწავლებელს დაუდასტურდა სკოლა 21 ოქტომბრამდე დისტანციური სწავლების რეჟიმზე იყო გადასული.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური