GE

თელავის #1 სკოლის დირექტორი: მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეზე ფიზიკური შეურაცხყოფა კამერამაც დააფიქსირა

თელავის 1-ელი  საჯარო სკოლის  ბიოლოგიის მასწავლებელი მე-6 კლასელს ფიზიკურად გაუსწორდა. მომხდარს ადასტურებს სკოლის დირექტორიც, რომელიც ფაქტს თავად შეესწრო.

დირექტორ მაია ოთარაშვილის თქმით, ინციდენტი გაკვეთილზე მოხდა, რაც შემდეგ დერეფანში ვიდეოკამერამაც დააფიქსირა.

„ძალიან სამწუხაროა, მოხდა ზეწოლა. იყო ფიზიკური შეხება და ფაქტი დადასტურებულია. ბავშვს დაზიანებები არ აქვს, მომხდარს სკოლის დისციპლინური კომიტეტი სწავლობს. მსგავს შემთხვევას აქამდე ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა მაია ოთარაშვილმა.

ბავშვის მშობლები კომენტარისგან თავს იკავებენ, თუმცა ადასტურებენ, რომ ინციდენტი იმის გამო მოხდა, რომ მათი შვილი გაკვეთილის დაწყების შემდეგ მერხთან დროულად არ დაჯდა.

მომხდარს უკვე სწავლობს სკოლის დისციპლინური კომიტეტი.

მთავარი არხი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური